ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და უკიდურესად რთული პოლიტიკური ფონისა, საქონელბრუნვა ორ ქვეყანას შორის იზრდება.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა და 1,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
საქართველოსა და რუსეთის საგარეო ბრუნვა – 2022 წლის იანვარი–ოქტომბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

530,3

10,1

იმპორტი

1.415,9

74,1

სულ

1.946,2

50,2

2022 წლის იანვარი–ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია: 72,4 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 55,3 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 54,3 ათასი ტონა ფეროშენადნობები, 9,2 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები და ა.შ.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონლის ტოპ-ხუთეული, 2022 წლის იანვარი-ოქტომბერი

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა/ვარდნა, %

ღვინო

128,9

21,6

ფეროშენადნობები

105,4

-21,5

მსუბუქი ავტომობილები

55,3

291,7

სპირტიანი სასმელები

47,0

58,5

მინერალური წყალი

39,8

-21,1

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსთვის მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე დიდ მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება. მიმდინარე წლის იანვარი–ოქტომბერში მეზობელი ქვეყნიდან ჯამში 145,4 ათასი ტონა ხორბლის ფქვილია შემოტანილი, ასევე 125 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა დაახლოებით 504 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 178 ათასი ტონა გაზი, ასევე 92 ათასი ტონა კოქსი და ა.შ.
რუსეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად. 2021 წელს ქვეყნებმა1,6 მილიარდ დოლარზე მეტი ივაჭრეს, რაც 23,2%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 38,3%-ით, ხოლო იმპორტი რუსეთიდან საქართველოში – 15,8%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0