https://sputnik-georgia.com/20221125/tbilissi-axali-safexburto-centri-gaixsna-272472297.html
თბილისში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
თბილისში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
Sputnik საქართველო
მეტი სტადიონია საჭირო, რომ ბევრმა ბავშვმა შეძლოს ფეხბურთის თამაში საუკეთესო პირობებში, განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T19:01+0400
2022-11-25T19:01+0400
2022-11-25T22:12+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კახა კალაძე
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272469165_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_21403285981d5b9144322dd7ed53d4ac.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).სპორტკომპლექსში არის სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური საფარით, განათება, ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეს საქართველოში გახსნილი რიგით მეხუთე საფეხბურთო ცენტრია.„ბედნიერი ვარ და მინდა თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში“, – განაცხადა კობიაშვილმა.მისი თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, სტადიონები, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი.ახალი საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს კობიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.საფეხბურთო ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. სპორტკომპლექსი განთავსდა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადასცა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272469165_248:0:1784:1152_1920x0_80_0_0_cddaa48cf0f5ba0ef935623f382536dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე , თბილისი დღეს
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე , თბილისი დღეს
თბილისში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა
19:01 25.11.2022 (განახლებულია: 22:12 25.11.2022) მეტი სტადიონია საჭირო, რომ ბევრმა ბავშვმა შეძლოს ფეხბურთის თამაში საუკეთესო პირობებში, განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).
სპორტკომპლექსში არის სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური საფარით, განათება, ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეს საქართველოში გახსნილი რიგით მეხუთე საფეხბურთო ცენტრია.
„ბედნიერი ვარ და მინდა თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში“, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, სტადიონები, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი.
ახალი საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს კობიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საფეხბურთო ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. სპორტკომპლექსი განთავსდა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადასცა.