https://sputnik-georgia.com/20221125/sesma-tbilisshi-ufargisi-xorci-gaanadgura-272468773.html
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1,4 ათასი კგ უვარგისი ხორცპროდუქტი გაანადგურა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1,4 ათასი კგ უვარგისი ხორცპროდუქტი გაანადგურა
Sputnik საქართველო
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T17:13+0400
2022-11-25T17:13+0400
2022-11-25T20:42+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272467137_0:56:710:455_1920x0_80_0_0_c7699336a718dbed5fd93773a6c6bcb2.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ (სავაჭრო დასახელება „ჩვენი ყასაბი“) კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ობიექტის შემოწმებისას გამოავლინეს 1,4 ათასი კგ ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/19/272467137_15:0:695:510_1920x0_80_0_0_ee029dec042f3735e9f6e1a9adac9d0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1,4 ათასი კგ უვარგისი ხორცპროდუქტი გაანადგურა
17:13 25.11.2022 (განახლებულია: 20:42 25.11.2022) სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ (სავაჭრო დასახელება „ჩვენი ყასაბი“) კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ობიექტის შემოწმებისას გამოავლინეს 1,4 ათასი კგ ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნეს-ოპერატორი, რომელიც წინამძღვრიშვილის ქ. N198-ში მდებარეობს, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. პროდუქცია სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.