მიმოხილვა: უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა - რატომ იწვის სახლები კიევში

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია და უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა - რატომ იწვის სახლები კიევში
რუსეთი სისტემატურად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურას მისი საბრძოლო პოტენციალის შესასუსტებლად.
23 ნოემბერს რუსულმა ჯარმა მაღალი სიზუსტის იარაღით განაგრძეს უკრაინის საომარი მართვის სისტემისა და მასთან დაკავშირებული ენერგეტიკის ობიექტების განადგურება. დარტყმის მიზანი მიღწეულია. მოიშალა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების, უცხოური შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების სარკინიგზო ტრანსპორტით გადასროლა.
დანგრეულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი. ენერგოსისტემისგან გამოთიშულია უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი სამივე ატომური ელექტროსადგური - როვენის, სამხრეთ უკრაინული და ხმელნიცკაია. რეგიონების უმრავლესობაში აღარ არის ელექტრობა, გაჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ არცერთი დარტყმა კიევში სამიზნეებზე 23 ნოემბერს არ განხორციელებულა და კიევის მიერ გამოცხადებული ნგრევა ქალაქში - უცხოური და უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტების ჩამოვარდნის შედეგია.
უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომის მოწვევა, რომელიც 24 ნოემბრის ღამით შედგა. ამავდროულად პენტაგონმა გაავრცელა ცნობები ერაყში, სირიაში, თურქეთში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შესახებ, უკრაინის პრობლემა კი ვერ შენიშნა. თუმცა რუსეთის 23 ნოემბრის საჰაერო დარტყმის შედეგად აშშ-მა მაინც გამოუყო კიევს დამატებით 400 მლნ დოლარიანი დახმარება, მათ შორის, დამატებითი საბრძოლო მასალა საზენიტო-სარაეტო კომპლექს NASAMS -ისთვის.

დამატებითი ლეტალობა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ აღნიშნა, რომ უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საზენიტო რაკეტების გამოყენების არცოდნის გამო: „ჩვენ დარტყმებს ვაყენებთ უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ამ ქვეყნის დასავლური იარაღით მომარაგების და რუსეთის საომარი გზით დამარცხებისკენ კიევის უგუნური მოწოდებების საპასუხოდ“.
მოსკოვი აპირებს კიევის სამხედრო პოტენციალის შესუსტებას მანამ, სანამ ეს უკანასკნელი „რეალისტურ პოზიციას“ არ დაიკავებს. დასავლეთს ტყუილად აქვს იმედი, რომ რუსეთის არსენალებს გამოაცარიელებს. საჭიროების შემთხვევაში, რაკეტები ნატოს ყველა ქვეყანისთვის საკმარისია. ილუზიებით არავინ უნდა იკვებოს.
გამოცემა Myśl Polska აღნიშნავს, რომ კიევისთვის გამოყოფილი დახმარების 90 %-მდე კიევის კორუმპირებულ რეჟიმს ხმარდება და გაურკვეველი მიმართულებით, უფრო ზუსტად, შვეიცარიისკენ მიედინება. ხოლო იმას, რაც რჩება, მეტი ზიანი მოაქვს.
მაგალითად, NASAMS, რომელიც გამიზნულია ფრთოსან რაკეტებთან, უპილოტო აპარატებთან, თვითმფრინავებთან და ვერტმფრენებთან საბრძოლველად, ბრძოლის ველზე ნოემბრის დასაწყისიდან გამოიყენება. მაგრამ ეფექტურობა ნულის ტოლია. შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არიან კარგად გაწვრთნილი ნორვეგიაში.
ახალი გერმანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე და ნატოს რადარები რუმინეთში - წარმოადგენენ ესკალაციის რეალურ საფრთხეს, ვინაიდან შლიან უკრაინის საბრძოლო მოქმედებებსი საზღვრებს. ვარშავა კარგად აცნობიერებს სიტუაციას, როდესაც პოლონური რაკეტები Patriot უკრაინის საჰაერო სივრცეში იფრენენ“. ეს უკრაინის კონფლიქტში ნატოს პირდაპირი ჩარევა იქნებოდა.
რუმინეთიც ასევე წინდაუხედავად გადაიქცევა რუსეთთან ნატოს ბრძოლის ცხელ ფორპოსტში - ქვეყანაში განთავსდება ალიანსის დამატებითი ძალები საფრანგეთის მეთაურობით. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური. ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებული ესპანეთის მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკაციური სადგური TPS-43 და აშშ-ის საზღვაო ქვეითის კორპუსის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგური გამიზნულია ბალისტიკური და აეროდინამიკური სამიზნეების ფართო სპექტრის აღმოჩენისა და თვალთვალისთვის. რადარები დააკვირდებიან ოპერატიულ ვითარებას შავ ზღვაზე და უკრაინაში.
ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი დაჟინებით მოუწოდებს თეთრი სახლის ადმინისტრაციას, მიაწოდოს კიევს „დამატებითი ლეტალობა“ უპილოტო MQ-1C Grey Eagle -ის სახით, რომლის ტვირთამწეობა 360 კგ-ს, საბრძოლო რადიუსი კი 370 კმ-ს შეადგენს. პენტაგონი ამ დრომდე არ აკმაყოფილებდა უკრაინის მოთხოვნას უპილოტოების მიწოდების თაობაზე იმის გამო, რომ მოწინავე ტექნოლოგიები შეიძლებოდა მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩენილიყო. უკრაინის შეიარაღებაში ბრიტანული ვერტმფრენების Sea King-ის გამოჩენის შემდეგ MQ-1C Grey Eagle-ის და MQ-9A Reaper-ის შანსები გაიზარდა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0