ამერიკელი დერმატოლოგის რჩევა: როგორ მოვიშოროთ მუწუკი კანის დაუზიანებლად

ქალის სახე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
ამერიკელი პრაქტიკოსი დერმატოლოგი ერინ გილბერტი, რომელიც კარგადაა ცნობილი არა მხოლოდ მშობლიურ ნიუ-იორკში, არამედ მთლიანად ამერიკაში, ძალზე საჭირო რჩევას აძლევს ქალბატონებს.
საუბარია აკნეს (მუწუკის) კანიდან უსაფრთხოდ, მარტივად და კანის დაუზიანებლად მოშორებაზე.
საქმე ისაა, რომ აკნეს მოშორებისას მთავარი პრობლემა − კანის ტრავმირებაა, რა დროსაც კანი თითებისა თუ კოსმეტიკური ინსტრუმენტის დაჭერის გამო წითლდება. გარდა ამისა, ჩნდება ქსოვილში ინფექციის შეტანის საშიშროებაც.
ერინ გილბერტი კი გასწავლით როგორ აიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნებები:
1.
აკნეს მოშორების წინ გაიცივეთ კანი. ამისათვის კარგი იქნება, თუ ყინულის კუბს ქაღალდის ან ნაჭრის ხელსახოცში გაახვევთ და ფერიმჭამელაზე დაიდებთ. ყინულის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად გაცივებული კიტრის ნაჭერი.
2.
ინფექციით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული კრემი, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუწუკის გარშემო კანის საფარი გამოკვეთილად გაწითლებულია.
3.
დაბოლოს: ჯობს საერთოდ არ შეეხოთ მუწუკს და დაელოდოთ, სანამ თავისით არ გაქრება.
როგორც დერმატოლოგი ამბობს, თუ არ შეეხებით და კანს არ დაიზიანებთ, მუწუკი იმაზე ადრე გაქრება, ვიდრე გგონიათ.
ყველა ახალი ამბავი
0