სახელმწიფო მიწების მითვისების საქმე: დაკავებულთა შორის საჯარო მოხელეები არიან

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
გამოძიების პროცესში აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღდა, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე ცხრა პირი, მათ შორის ორი ყოფილი და ერთი მოქმედი საჯარო მოხელე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თითქოსდა მიწის რეფორმის ფარგლებში გაცემული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში მოტყუებით დაირეგისტრირეს 17.650 კვადრატული მეტრი ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი 11 მიწის ნაკვეთი.

ასევე დადგენილ იქნა, რომ პასუხისგებაში მიცემული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 180-ე, 332-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0