მებაჟეებმა საქართველოში არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების ხელბარგისა და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 55,1 მლნ რუსული რუბლისა და 20,9 ათასი აშშ დოლარის (აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 2,4 მლნ ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 11 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა, საერთო ჯამში 105.451 ლარის ოდენობით, ხოლო სამი მოქალაქის მიმართ ჩამორთმეული საქონლის (თანხის) ოდენობამ 1,3 მლნ ლარი შეადგინა.
როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების შემოტანა/გატანა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0