როკ-ჯგუფი LOUDspeakers თბილისში კონცერტს გამართავს

© cortesy of LOUDspeakers Bandჯგუფი LOUDspeakers
ჯგუფი LOUDspeakers - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფი ქვეყანაში, რომლის რეპერტუარიც ინგლისურენოვანი სიმღერებისგან შედგება.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პოპულარული ქართული როკ-ჯგუფ LOUDspeakers-ის კონცერტი კლუბ Mono Hall-ში პარასკევს, 25 ნოემბერს გაიმართება.
მუსიკოსები შეასრულებენ სიმღერებს ახალი, ბოლო ალბომიდან Pills Of Time, რომელიც მათ სტუდია Lenø Records-ში ჩაწერეს.
ჯგუფი LOUDspeakers 2009 წელს ლევან ცხვარაძემ (ვოკალისტი, გიტარისტი) და ალეკო დოლიძემ (კლავიში) ჩამოაყალიბეს.
იმავე წელს ბენდს შეუერთდა ბას-გიტარისტი ლევან მამალაძე. ამის შემდეგ ჯგუფმა გააკეთა რამდენიმე დემო-ჩანაწერი, მათ შორის: Time To, In This World, Higher და Questions.
პირველი კონცერტი LOUDspeakers-მა 2011 წელს თბილისის კლუბ Magti-ში გამართა. ეს იყო ბოლო კონცერტი, რომელზეც ჯგუფთან ერთად უკრავდა მისი დამფუძნებელი ალეკო დოლიძე. შემდეგ დოლიძემ ჯგუფი პირადი მიზეზით დატოვა.
2015 წელს ჯგუფის მეორე ალბომი Lighthouse, 2021 წლის დეკემბერში კი მესამე - Pills Of Time გამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0