https://sputnik-georgia.com/20221125/--------272478131.html
კალაძე: პრეზიდენტი პრინციპული ადამიანია და სააკაშვილს არ შეიწყალებს
კალაძე: პრეზიდენტი პრინციპული ადამიანია და სააკაშვილს არ შეიწყალებს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ზურაბიშვილი ექს–პრეზიდენტს არ შეიწყალებს. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T23:42+0400
2022-11-25T23:42+0400
2022-11-28T14:32+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23557/62/235576247_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_ced2d703c8cafc34357bbfb73f95f122.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა გამორიცხა.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების შესაბამისი დასკვნა იქნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია და ამიტომ მას მისი შეწყალება არ შეუძლია.ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მისი თქმით, უკვე თვეებია, ვერ ხერხდება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა–რეაბილიტაცია.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.„ქართული ოცნების" დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტი არაადეკვატურია>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.გარდა ამისა, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და სანდრო გირგვლიანის მკველობაში ბრალდებულების შეწყალება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23557/62/235576247_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_0ae132af6ec2810e81799b2a7a92582d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
კალაძე: პრეზიდენტი პრინციპული ადამიანია და სააკაშვილს არ შეიწყალებს
23:42 25.11.2022 (განახლებულია: 14:32 28.11.2022) მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ზურაბიშვილი ექს–პრეზიდენტს არ შეიწყალებს.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა გამორიცხა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების შესაბამისი დასკვნა იქნება. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია და ამიტომ მას მისი შეწყალება არ შეუძლია.
„მე არ მგონია და არ ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ვფიქრობ, ქალბატონი სალომე პრინციპული ადამიანია“, – განაცხადა კალაძემ.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ. მისი თქმით, უკვე თვეებია, ვერ ხერხდება მისთვის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.
გარდა ამისა, მას მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ორ საქმეზე – დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემა და სანდრო გირგვლიანის მკველობაში ბრალდებულების შეწყალება.