უკრაინა დასავლეთისგან საქართველოზე ზეწოლას მოითხოვს - ვოლსკი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, გამოიყენოს შემთხვევა და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლება დასავლეთისგან მოითხოვს, რომ მან აქტიური ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე და აზიის ქვეყნებზე მეორე ფრონტის გახსნის მიზნით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკიმ.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს, გამოიყენოს შემთხვევა და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა. მისი თქმით, ეს ძალიან დაეხმარებოდა უკრაინას.

„უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ჩართვა ომში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იმისათვის, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნას. უკრაინა დასავლეთისგან ითხოვს არა მხოლოდ იარაღს, არამედ აქტიურ ზეწოლას საქართველოზე და არა მხოლოდ საქართველოზე, აზიის ქვეყნებზეც იყო საუბარი, რათა გაიხსნას მეორე ფრონტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ ხალხი კარგია, მაგრამ მთავრობა არ უვარგა, თითქოს ეს მთავრობა ხალხმა არ აირჩია, აღნიშნა ვოლსკიმ.
„არსებობს ერთი აქსიომა: ყველაზე უარესი ვარიანტი უნდა გაითვალისწინო, რაც შეიძლება შენს ქვეყანას მოუვიდეს. მსოფლიო პოლიტიკა იმდენად ცივსისხლიანი და პრაგმატულია, რომ როცა ქვეყნის ინტერესებზე მიდგება საქმე, მათთვის საერთოდ არ არსებობს არაფერი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აღნიშნავს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და დაუშვებელია მეორე ფრონტის გახსნა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0