https://sputnik-georgia.com/20221124/tochinoshinis-meshvide-marcxi-kiushu-bashoze-272442419.html
ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი კიუშუ ბაშოზე
ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი კიუშუ ბაშოზე
Sputnik საქართველო
ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება. 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T18:13+0400
2022-11-24T18:13+0400
2022-11-24T21:48+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/98/240599805_0:247:4740:2913_1920x0_80_0_0_730baf723341043872b400b53ca9c76a.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე – კიუშუ ბაშოზე მეშვიდე მარცხი განიცადა.ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმისთან დამარცხდა იორიკირის ილეთით.ამ დროისათვის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი მოგება და შვიდი წაგებაა. იმისთვის, რომ ტურნირზე ასპარეზობა დადებითი ბალანსით დაასრულოს და რეიტინგში საკუთარი პოზიცია გაიუმჯობესოს, გორგაძემ დარჩენილი სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს.ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე შვიდი მოგება და ექვსი მარცხი აქვს.კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24059/98/240599805_264:0:4477:3160_1920x0_80_0_0_38aeb2382f33ce1c59fe1734d7ae048f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
ტოჩინოშინის მეშვიდე მარცხი კიუშუ ბაშოზე
18:13 24.11.2022 (განახლებულია: 21:48 24.11.2022) ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე – კიუშუ ბაშოზე მეშვიდე მარცხი განიცადა.
ტურნირის მე-12 დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა ოკინოუმისთან დამარცხდა იორიკირის ილეთით.
ამ დროისათვის ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი მოგება და შვიდი წაგებაა. იმისთვის, რომ ტურნირზე ასპარეზობა დადებითი ბალანსით დაასრულოს და რეიტინგში საკუთარი პოზიცია გაიუმჯობესოს, გორგაძემ დარჩენილი სამივე ბრძოლა უნდა მოიგოს.
ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიიამამოტო იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე შვიდი მოგება და ექვსი მარცხი აქვს.
კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.