https://sputnik-georgia.com/20221124/saakasvilis-sasamartlo-gadaido-272440476.html
სააკაშვილის სასამართლო ერთ თვეზე მეტი ვადით გადაიდო
სააკაშვილის სასამართლო ერთ თვეზე მეტი ვადით გადაიდო
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სასამართლოს ხდომაზე დასწრებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა უარი. 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T17:04+0400
2022-11-24T17:04+0400
2022-11-24T21:33+0400
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113205_0:0:3640:2048_1920x0_80_0_0_51b34e9624787545042723df7cd2c8e3.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელიც 8,8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას ეხება, კიდევ ერთხელ გადაიდო.სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინეს ოქმი პენიტენციური დეპარტამენტიდან, რომლის თანახმად, მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლოს სხდომას ჯანმრთელობის გამო ვერ დაესწრება.ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სასამართლოს სხდომა 26 დეკემბრისთვის გადადო.ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო კვეთის და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის საქმეებს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.საქმის დეტალებისააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე ამ საქმის ფიგურანტია.ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113205_461:0:3192:2048_1920x0_80_0_0_1ef4cf7e8616842cdffae7dd06e67e74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო
მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო
სააკაშვილის სასამართლო ერთ თვეზე მეტი ვადით გადაიდო
17:04 24.11.2022 (განახლებულია: 21:33 24.11.2022) მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სასამართლოს ხდომაზე დასწრებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვა უარი.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, რომელიც 8,8 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას ეხება, კიდევ ერთხელ გადაიდო.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინეს ოქმი პენიტენციური დეპარტამენტიდან, რომლის თანახმად, მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლოს სხდომას ჯანმრთელობის გამო ვერ დაესწრება.
ამასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სასამართლოს სხდომა 26 დეკემბრისთვის გადადო.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 12 მაისს გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“, რომელიც პენიტენციურ სისტემას ემსახურება.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლო ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს განიხილავს – საზღვრის უკანონო კვეთის და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის საქმეებს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდება ეხება 2009-2012 წლებში საბიუჯეტო სახსრების ადრე გასაიდუმლოებულ ნაწილს.
ბრალდება სააკაშვილს, რომელმაც სამშობლო 2013 წელს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მერე მალევე დატოვა, 2014 წელს დაუსწრებლად წაუყენეს.
მაშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სააკაშვილის ხარჯები და მას თან ახლავს ქვითრების ქსეროასლები. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 49,5 ათასი ლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი, ხარჯები სასტუმროების ძვირადღირებულ ნომრების, სპა-სალონებისთვის და ა.შ.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 2009 წლის აპრილში სააკაშვილმა პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრების დახარჯვა გასაიდუმლოებული ფორმით გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტის ხარჯები საჯარო იყო და ფინანსდებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს სახსრებიდან.
გამოძიების მონაცემებით, დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დავალებული ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თემურ ჯანაშიას, რომელიც დღეს ასევე ამ საქმის ფიგურანტია.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.