რუსეთის „ეფ-ეს-ბემ“ გაზსადენზე ტერაქტი აღკვეთა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyin / გადასვლა მედიაბანკშიФСБ-ს ოპერაცია
ФСБ-ს ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. რუსეთის უშიშროების ძალებმა გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ ვოლგოგრადის მონაკვეთზე დივერსია აღკვეთეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უშიშროების ფედერალური სამსახურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა <...> აღკვეთა უკრაინის სპეცსამსახურების მცდელობა, განეხორციელებინათ დივერსიული და ტერორისტული აქტი გაზსადენ „სამხრეთ ნაკადზე“, რომლის მეშვეობითაც ენერგომატარებლები თურქეთსა და ევროპას მიეწოდება“, − ნათქვამია უწყების პრეს-რელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთხი სავარაუდო დამნაშავე, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
ჩხრეკისას ამოღებულია ოთხი მაგნიტური ნაღმი, ოთხი კილოგრამი პლასტიტი, ნელი მოქმედების ასაფეთქებლები, 593.000 რუბლი და „საკომუნიკაციო საშუალებები, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების კურატორთან მიმოწერასა და საუბრებს შეიცავს“, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობების ინსტრუქციები, აფეთქების ადგილის კოორდინატები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერაქტის მომზადების, ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
ყველა ახალი ამბავი
0