სპეციალური სამხედრო ოპერაცია: როგორ აქრობს აშშ ბებერ ევროპას

© AP Photo / Virginia Mayo
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
კიევის აგონია ასახავს ვაშინგტონზე დამოკიდებული ყველა სახელმწიფოს მოღუშულ პერსპექტივას: ბებერ ევროპაში შუქი ქრება.
აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები და აშშ უკრაინას კატასტროფისკენ ისე უბიძგებენ, თითქოს ტავად სხვა პლანეტაზე ცხოვრობდნენ. თუ ვაშინგტონის პოზიციის ახსნა შეიძლება ევროპული რესურსების ამერიკის ეკონომიკაში გადაბარგებით, ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობა სრულიად აუხსნელია. საკუთარი ინტერესების ღალატის მეტად ნათელი მაგალითია გერმანია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყებამდე უკრაინას სთავაზობდა დანებებას, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების შემდეგ კი ენთუზიაზმით დაიწყო კიევის შეიარაღება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა 22 ნოემბერს უკრაინაში ხანგრძლივი ომის პროგნოზი გააკეთა და ამავდროულად კიევისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე ისაუბრა. არადა გერმანია ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკაა, მსოფლიო ლიდერია შეიარაღების წარმოებისა და ექსპორტის საქმეში, მსოფლიო ბაზარზე 2017-21 წლებში მსოფლიო ბაზარზე მეხუთე ადგილზე იყო. უკრაინამ კოლექტიური დასავლეთის იარაღის მარაგი გაანადგურა.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შლცმა იმავე დღეს განაცხადა, რომ გერმანიას აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა მზადყოფნა უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისთვის, მომზადებულიყო რუსეთთან ომისთვის. შოლცი აცნობიერებს, რომ ესკალაცია ნიშნავს უკრაინის ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას და კიევს შეიარაღება უფასოდ მიეწოდება - მთელი ხარჯი გერმანელ გადასახადების გადამხდელებს აწვება კისერზე. კანცლერი გამოსავალს სამხედრო ბიუჯეტის 100 მილიარდი ევროთი გაზრდაა. უკვე ვილნიუსიც ითხოვს ბერლინისგან ლიეტუვის ტერიტორიაზე ბუნდესვერის 5000 ჯარისკაცის განთავსებას.

ხან გაღვივდება, ხან ჩაქრება

პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა 22 ნოემბერს მადლობა გადაუხადა კონგრესს უკრაინის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერისთვის და იმავეს გაგრძელებისკენ მოუწოდა.
უკრაინის ენერგოსისტემის სწრაფად შეკეთება შეუძლებელია. „უკრენერგო“ წარუმატებლად ეძებს მთელ მსოფლიოში მოწყობილობას ობიექტების აღსადგენად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორის ჰანსა კლუგეს პროგნოზით, სახლებს 3 მილიონამდე უკრაინელი დატოვებს და ეს ზამთარი გადარჩენას მიეძღვნება.
ევროკავშირმა უკრაინის ენერგეტიკული დახმარების შესაძლებლობაც ამოწურა. მალე დენს საფრანგეთსა და გერმანიაშიც გამორთავენ.
საფრანგეთის ატომური მრეწველობა 12 რეაქტორის „რეანიმაციის“ გრაფიკს ჩამორჩება. დენი რომ არ გამოირთოს საფრანგეთს სჭირდება არა 30, არამედ 45 მოქმედი რეაქტორი მაინც.
ამ ფონზე პენტაგონის სტრატეგები ცდილობენ თეთრ სახლს თავიდან აარიდონ აშშ-ის პირდაპირი ჩათრევა უკრაინის კონფლიქტში. მარკ მილი ფიქრობს, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ სამხედრო გზით გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და გამონახონ ფანჯარა მოლაპარაკებისთვის.
ვაშინგტონსა და ევროპულ დედაქალაქებში ბევრი მოქმედი და დიპლომატი იზიარებს მოსაზრებას, რომ კიევ ვერ შეძლებს ყველა მიზნის მიღწევას სამხედრო გზით. ბელგიის სენატში ევროკავშირს მოუწოდეს, მოელაპარაკოს რუსეთს უკრაინის გაყოფაზე.
ცნობილი ამერიკელი სამხედრო ექსპერტი დუგლას მაკგრეგორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის კონტროლი კიევზე „აბსოლუტური და უსაზღვროა“ და აშშ-ს პრეზიდენტმა რომ მოინდომოს მშვიდობიანი შეთანხმება ან მოლაპარაკება, ის „ზელენსკის გაჩუმებას უბრძანებდა“. კონფლიქტის მხარდაჭერით აშშ და ნატო დიდ რისკზე მიდის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0