პაპის და ბებიის სიურპრიზი ორი წლის შვილიშვილს: თვითიზოლაციაში აშენებული ულამაზესი სახლი

© photo: courtesy of Ramaz Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილი შვილიშვილთან ერთად
რამაზ გრიგალაშვილი შვილიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს ბატონ რამაზ გრიგალაშვილს, რომელიც წლებია შეზლონგებს, ხის მაგიდებს, ჩიტის სახლებს, ეზოს და სახლის ულამაზეს დეკორაციებს ქმნის. დღეს ბატონ რამაზს განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ.

ხელმარჯვე ოსტატი ამასთანავე მოსიყვარულე პაპაა. მისი და პატარა თებეს ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ორი წლის თებეს უკვე საკუთარი სახლი აქვს, რომელიც პაპამ სულ ახლახან თავისი ხელით აუშენა.

ბატონი რამაზი ხაშურის შუშის ქარხანაში საამქროს უფროსი იყო. როცა ქარხანა დაიკეტა, უმუშევარი დარჩა და გადაწყვიტა ოჯახი რაიმე ხელობით ერჩინა. სწორედ მაშინ შეისწავლა ხეზე მუშაობა.

მეუღლესთან ერთად ეზოში ულამაზესი ბაღი გააშენა, სადაც არაერთი ყვავილი და მცენარეა თავმოყრილი. სწორედ ამ ედემში დადგა პაპამ საყვარელი შვილიშვილის სახლი...

© photo: courtesy of Ramaz Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილის მეუღლე დოდო არჯევანიძე შვილიშვილთან ერთად
პაპის და ბებიის სიურპრიზი ორი წლის შვილიშვილს: თვითიზოლაციაში აშენებული ულამაზესი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
რამაზ გრიგალაშვილის მეუღლე დოდო არჯევანიძე შვილიშვილთან ერთად

- ჩემი ყვავილების სიყვარული განაპირობა ზოგადად სილამაზის სიყვარულმა, ყვავილებს ხომ განუმეორებელი სილამაზე და სურნელი აქვს. ბაღში უამრავი მცენარე გვაქვს, ნაირნაირი ვარდები, ტიტები, ნარცისები, მინდვრის ყვავილებიც კი, ახლად გახარებული კლემატისიც გვაქვს. სულ ახლახან მეგობარმა პასიფლორა გვაჩუქა და ყოველდღე ვზომავთ რამდენი სანტიმეტრით გაიზარდა.

- არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა უსაყვარლესი თებე. როგორც ვიცი, პირველი შვილიშვილია. რა შეცვალა მან თქვენ ცხოვრებაში?

- დიახ, ორი წლის წინ ჩვენ ცხოვრებაში თებე გაჩნდა და ყველანი მასთან ერთად ხელმეორედ დავიბადეთ. თებე ყველაფერია, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ...

© photo: courtesy of Ramaz Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილის შვილიშვილი
პაპის და ბებიის სიურპრიზი ორი წლის შვილიშვილს: თვითიზოლაციაში აშენებული ულამაზესი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
რამაზ გრიგალაშვილის შვილიშვილი

- საოცარი საჩუქარი გაუკეთეთ თებეს. მას უკვე „საკუთარი სახლი“ აქვს. ვისი იდეა იყო მისი გაკეთება?

- თვითიზოლაციის პერიოდში ისე მოხდა, რომ მე ვმუშაობდი, ჩემი სამსახური არ გაჩერებულა. თანაც, სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრ უცხო ადამიანთან მიწევდა კონტაქტი და თებე ორი თვე ვერ ვნახეთ, მხოლოდ სოციალური ქსელით ვურთიერთობდით. პაპას გოგო ხარ, პაპასიო – იმდენი ვეძახე, სახელი ეგონა ჩემი და ახლაც „პაპასის“ მეძახის. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა თებესთვის სახლის გაკეთების იდეა.

© photo: courtesy of Ramaz Grigalashviliრამაზ გრიგალაშვილის შვილიშვილი
პაპის და ბებიის სიურპრიზი ორი წლის შვილიშვილს: თვითიზოლაციაში აშენებული ულამაზესი სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
რამაზ გრიგალაშვილის შვილიშვილი

- დიდი დრო მოანდომეთ სახლის დასრულებას?

- ერთი კვირა ვმუშაობდი ინტენსიურად. შიდა სამუშაოებს ჯერ კიდევ ვერ მოვრჩი. ინტერიერი დასასრულებელია.

- თვითონ რა რეაქცია ჰქონდა, როცა პირველად ნახა?

- როდესაც ჩამოვიდა და ნახა, ტაში შემოჰკრა, ძალიან გაუხარდა. თებეს სახლიაო, იძახის. მთელი ოჯახი ჩართული ვიყავით შენებაში, მეუღლე გაფორმების კუთხით მეხმარებოდა, ჩემი უმცროსი შვილი ლუკაც მეხმარებოდა რითიც შეეძლო. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, თებეს სიყვარულსაც თანაბრად ვინაწილებთ, მაგრამ თებე მაინც პაპასია.

- ხშირად ანებივრებთ ასეთი სიურპრიზებით?

- ჩემი შვილი ოჯახით თბილისში ცხოვრობს, ჩვენ – ხაშურში. ყოველ ჩამოსვლაზე ვცდილობთ რამე ახალი სათამაშო დავახვედროთ. როდესაც ჩვენთან არის, სულ ბებო-პაპას გოგოა, ჩვენი ჩიტის სახლებიც ძლიან მოსწონს და პოზიორობს კიდეც. თუ „დაიმსახურებს“, სხვა იდეებიც გვაქვს და აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში.

 

ყველა ახალი ამბავი
0