მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იდიოტი და ბრიყვი: პრეზიდენტის დამ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერი გალანძღა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისამხრეთი კორეა
სამხრეთი კორეა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დამ, კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის უფროსის მოადგილე კიმ იო-ჯონგმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ-იოლსა და მის მთავრობას „იდიოტები“ უწოდა და თქვა, რომ სეულის მხრიდან ნებისმიერი სანქცია უსარგებლოა, იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA).
18 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Hwaseong-17 გაუშვა. ამის შემდეგ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის შემაკავებელი ზომების გაძლიერებისა და ფხენიანის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სანქციების მომზადების შესახებ მითითებები გასცა.
როგორც კიმ იო-ჯონგმა განაცხადა, სეული „ერთგული ძაღლივით და მარიონეტივით“ იმეორებს აშშ-ის სიტყვებს ფხენიანის წინააღმდეგ დამოუკიდებელი სანქციების დაწესებაზე.

„თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამჟამინდელი კრიზისული სიტუაციიდან გამოძრომას შეძლებენ რაღაც სანქციებზე ყბედობით, მაშინ ისინი მართლაც სრული იდიოტები არიან; ბრიყვები, რომლებსაც უსაფრთხოებასა და კომფორტში ცხოვრება არ შეუძლიათ. გაუგებარია, რატომ შესცქერიან [სამხრეთ კორეის] მოქალაქეები უტყვად, თუ როგორ ქმნიან იუნ სოკ-იოლი და სხვა იდიოტები თავიანთი მოქმედებით საშიშ სიტუაციას“, − თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად ეჭიდებიან ვაშინგტონი და სეული სანქციებს, მით უფრო ძლიერდება ფხენიანის მხრიდან „მტრობა და რისხვა“, რაც „მათ კისრებზე შემოჭერილ ყულფად იქცევა“.
სეულმა, ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვებაზე საპასუხოდ, 14 ოქტომბერს ცალმხრივი სანქციები დაუწესა ჩრდილოეთ კორეის 16 ორგანიზაციასა და 15 ფიზიკურ პირს. ცალმხრივი სანქციების ასეთი პაკეტი ხუთი წლის განმავლობაში პირველად იქნა მიღებული. სიაში შედიან ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული გადამზიდავი ფირმებისა და ორგანიზაციების ოფიციალური პირები, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის ლოჯისტიკური პროცესის მონაწილეები.
მანამდე სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ცდილობდნენ გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადება მიეღოთ ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების შესახებ, მაგრამ რუსეთი და ჩინეთი აცხადებდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებები დიდწილად შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების კონფრონტაციული ხაზით იყო პროვოცირებული. გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 21 ნოემბერს გაიმართა, სადაც რუსეთმა და ჩინეთმა კვლავ დაბლოკეს ფხენიანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღება.
ყველა ახალი ამბავი
0