იუნესკოში რუსეთის წარმომადგენელმა პოსტი დატოვა

© photo: AFP 2020 / JACQUES DEMARTHON
  - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. იუნესკოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ კუზნეცოვმა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, ასევე მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა დატოვა, იუწყება სააგენტო AFP.
კუზნეცოვს იუნესკოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა 2016 წლიდან ეკავა.

„მაქვს პატივი გაცნობოთ იუნესკოში ჩემი, როგორც რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მისიის დასრულების შესახებ... ამ წერილის დაწერის მომენტიდან ვეღარ დავრჩები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 45-ე სესიის თავმჯდომარედ“, − ნათქვამია მის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტი, რომელსაც კუზნეცოვი ხელმძღვანელობდა და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ობიექტების შეყვანაზე აგებს პასუხს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებდა.
კომიტეტი მიმდინარე წლის ივნისში უნდა შეკრებილიყო ყაზანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ჩამონათვალის გასაახლებლად, მაგრამ 46-მა სახელმწიფომ, მათ შორის საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ბოიკოტი გამოუცხადეს ღონისძიებას.
კუზნეცოვის თანამდებობიდან წასვლა საშუალებას მისცემს კომიტეტს, სწრაფად დანიშნოს ახალი თავმჯდომარე და განაახლოს საქმიანობა.
ორგანიზაციის წესების თანახმად, გადამდგარი თავმჯდომარის შემცვლელს ის ქვეყანა ნიშნავს, რომელიც ანბანური თანმიმდევრობით (ინგლისურ ენაზე) მოჰყვება წინა ხელმძღვანელის ქვეყანას. ამ შემთხვევაში ეს საუდის არაბეთია, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება.
ყველა ახალი ამბავი
0