https://sputnik-georgia.com/20221124/gardaicvala-zurab-kiknaze-272429185.html
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი და მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი და მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე
Sputnik საქართველო
ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი „გილგამეში“ 1963 წელს გამოქვეყნდა. 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T11:56+0400
2022-11-24T11:56+0400
2022-11-24T16:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272400390_0:0:961:540_1920x0_80_0_0_10daac2a484945aba6db4bf234cef41e.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე გუშინ, 23 ნოემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.მეცნიერის საკვლევი სფერო იყო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია, ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა.ზურაბ კიკნაძე 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში, 1977 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ-ის დიდი საბჭოს წევრი.კიკნაძე 2002 წლიდან მოღვაწეობდა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა „ბიბლია“. მას ეკუთვნის „გილგამეშიანის“ პირველი თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1975 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“, რომლისთვისაც (ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.იყო თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის – „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272400390_43:0:896:640_1920x0_80_0_0_dc22c91eea2fa884a4804ccb3f466fb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი და მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე
11:56 24.11.2022 (განახლებულია: 16:16 24.11.2022) ზურაბ კიკნაძის პირველი თარგმანი „გილგამეში“ 1963 წელს გამოქვეყნდა.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ კიკნაძე გუშინ, 23 ნოემბერს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეცნიერის საკვლევი სფერო იყო შუამდინარეთის ლიტერატურა, მითოლოგია, რელიგია, ასევე ქართული მწერლობა, ფოლკლორი, მითოლოგია, ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა.
ზურაბ კიკნაძე 1960 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ძველი აღმოსავლეთის ენათა განყოფილებაში, 1977 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, თსუ-ის დიდი საბჭოს წევრი.
კიკნაძე 2002 წლიდან მოღვაწეობდა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში.
ზურაბ კიკნაძე არის რამდენიმე წიგნისა და არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; პეტერბურგის, მოსკოვის, იერუსალიმის, ხოლონის, პარიზის, რომის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, ბიბლიური საზოგადოების ფორუმების (ბუქარესტი, კვიპროსი, მოსკოვი, ბრიუსელი) მონაწილე. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა პეკინში, როდოსში, მალაგასა და გრანადაში.
ზურაბ კიკნაძემ თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა „ბიბლია“. მას ეკუთვნის „გილგამეშიანის“ პირველი თარგმანი ქართულ ენაზე, რომელიც 1963 წელს გამოიცა. 1975 წელს კი თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის „ოდისეა“, რომლისთვისაც (ჩხენკელთან ერთად) 1978 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია.
იყო თბილისის უნივერსიტეტის სახელობის პრემიის ლაურეატი (1986 წ.), მიენიჭა სახელმწიფო პრემია (2005 წ.) ავტორთა ჯგუფთან ერთად პუბლიცისტიკის დარგში წიგნისათვის – „საყმაწვილო მითოლოგიური ლექსიკონი“. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის მედალი (2006 წ.).