ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან

© courtesy of Bera Ivanishviliბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია ბერუკას ძმა ეყოლება თუ და – ბერამ და ნანუკამ ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვეს.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი შემსრულებელი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან.
წყვილმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაანდო. ვიდეოკადრებში ბერა და ნანუკა ზღვის სანაპიროზე დგანან, მათი უფროსი შვილი, სამი წლის ბერუკა კი ორსულ დედას მუცელზე ეფერება.
 
ჯერჯერობით უცნობია ბერუკას ძმა ეყოლება თუ და – ბერამ და ნანუკამ ბავშვის სქესის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვეს.
როგორც ცნობილია, ბერა და ნანუკა საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადავიდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა წყვილი ბრაზილიაში ცხოვრობს.
ყველა ახალი ამბავი
0