https://sputnik-georgia.com/20221124/amerika-sisobs-rom-ruseti-qimiur-iarars-gamoiyenebs-272435693.html
აშშ-ში შიშობენ, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
აშშ-ში შიშობენ, რომ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, თუ მისი ჯარები პოზიციებს დაკარგავენ, უკრაინაში ქიმიური იარაღის... 24.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-24T14:38+0400
2022-11-24T14:38+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/68/247546831_0:211:2891:1837_1920x0_80_0_0_5bc4742817359c9cd09b6b610a074fd0.jpg
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, თუ მისი ჯარები პოზიციებს დაკარგავენ, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებას უფრო გასცემს, ვიდრე ნატოსთან ბირთვულ კონფრონტაციაში შევა, წერს გამოცემა Politico.ამასთან, როგორც ამ გამოცემის ექვსი წყარო აცხადებს, აშშ-ს არ აქვს ისეთი მონაცემები, რომლებიც ამ ვარაუდის გარდაუვალობას დაადასტურებდა.გარდა ანონიმი წყაროებისა, იგივე საფრთხებზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.თუმცა სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგიონს უკავშირდება ვაშინგტონის ვარაუდები.როგორც ბლინკენი აცხადებს, ვაშინგტონმა კარგად იცის, თუ „როგორ გამოიყენა რუსეთმა წარსულში ქიმიური იარაღი, ან არ შეუშალა ხელი მის გამოყენებას სირიაში“, ასევე დიდ ბრიტანეთში − პოლიტიკური ოპონენტების თავიდან მოსაშორებლად.აშშ-ის ხელისუფლებამ მანამდეც გააკეთა განცხადებები რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა საპასუხოდ თქვა, რომ ამერიკული მხარის განცხადებები დაუსაბუთებელია და არის რუსეთის დემონიზაციის კიდევ ერთი მცდელობა. მისი განმარტებით, რუსეთმა, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, 2017 წელს ქიმიური ომის აგენტების ყველა არსებული მარაგი გაანადგურა, და ეს ფაქტი დადასტურებულია OPCW-ს მიერ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24754/68/247546831_80:0:2811:2048_1920x0_80_0_0_033d844b31caf9f7c3f70f9c46ddabeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, თუ მისი ჯარები პოზიციებს დაკარგავენ, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებას უფრო გასცემს, ვიდრე ნატოსთან ბირთვულ კონფრონტაციაში შევა, წერს გამოცემა
Politico.
„ერთ-ერთი ჩინოვნიკის თქმით, შეტევისას შესაძლოა გამოიყენონ ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელთა დამალვაც იოლად შეიძლება. ეს კი დასავლეთის ქვეყნებს მოსკოვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გაუძნელებს“, − წერს გამოცემა.
ამასთან, როგორც ამ გამოცემის ექვსი წყარო აცხადებს, აშშ-ს არ აქვს ისეთი მონაცემები, რომლებიც ამ ვარაუდის გარდაუვალობას დაადასტურებდა.
გარდა ანონიმი წყაროებისა, იგივე საფრთხებზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.
„ჩვენ რეალურად ვშიშობთ, რომ რუსეთს შეუძლია ქიმიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენება. ჩვენ ამას უკიდურესი ყურადღებით ვაკვირდებით“, − აღნიშნა ბლინკენმა.
თუმცა სახელმწიფო მდივანს არ დაუკონკრეტებია, რომელ რეგიონს უკავშირდება ვაშინგტონის ვარაუდები.
როგორც ბლინკენი აცხადებს, ვაშინგტონმა კარგად იცის, თუ „როგორ გამოიყენა რუსეთმა წარსულში ქიმიური იარაღი, ან არ შეუშალა ხელი მის გამოყენებას სირიაში“, ასევე დიდ ბრიტანეთში − პოლიტიკური ოპონენტების თავიდან მოსაშორებლად.
აშშ-ის ხელისუფლებამ მანამდეც გააკეთა განცხადებები რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა საპასუხოდ თქვა, რომ ამერიკული მხარის განცხადებები დაუსაბუთებელია და არის რუსეთის დემონიზაციის კიდევ ერთი მცდელობა. მისი განმარტებით, რუსეთმა, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, 2017 წელს ქიმიური ომის აგენტების ყველა არსებული მარაგი გაანადგურა, და ეს ფაქტი დადასტურებულია OPCW-ს მიერ.