https://sputnik-georgia.com/20221123/sakvirao-skolebis-konperencia-tbilisshi-gaimarta-272402273.html
თბილისში უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლების კონფერენცია გაიმართა
თბილისში უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლების კონფერენცია გაიმართა
Sputnik საქართველო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს. 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T16:49+0400
2022-11-23T16:49+0400
2022-11-23T20:50+0400
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ქართული დიასპორა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272398562_65:0:1981:1078_1920x0_80_0_0_d9c36b7ba55ed9dde5b92652f9687357.jpg
თბილისი, 23 ნეომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო კონფერენციას უმასპინძლა.ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად. კონსტატინიდის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლებისა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობაში ძალიან მნიშვნელოვანია.შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია.აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272398562_304:0:1741:1078_1920x0_80_0_0_a71b098f29d859936f9f530095e67ea4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ქართული დიასპორა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში უცხოეთში მოქმედი საკვირაო სკოლების კონფერენცია გაიმართა
16:49 23.11.2022 (განახლებულია: 20:50 23.11.2022) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
თბილისი, 23 ნეომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების სამუშაო
კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო უცხოეთში ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას, ქართულ საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ მიმართულებით და როგორც დაგეგმილ, ისე მიმდინარე პროექტებს.
ყურადღება გამახვილდა საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესების გზებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მადლობა გადაუხადა საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან უცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისთვის მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.
კონსტატინიდის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის როლი საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების პროცესის, განსაკუთრებით კი ქართული ენის სწავლებისა და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობაში ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები და მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ავსტრია, აშშ, ბელარუსი, გერმანია, ესტონეთი, ირლანდია, თურქეთი, იტალია, ესპანეთი, კანადა, კვიპროსი, ნიდერლანდი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უკრაინა, ყაზახეთი, შვეიცარია.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 150-მდე ქართული საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.