რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ ფორუმზე განაცხადების მიღება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Gal'perinსანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ ფორუმში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფორუმის მიზანი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 21-25 დეკემბერს გაიმართება, არის რუსულ-ქართული ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება, ასევე მეგობრული და პროფესიული კავშირების განმტკიცება საქართველოსა და რუსეთის ახალგაზრდა ლიდერებს შორის.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საექსპერტო განხილვები ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან, ასევე კულტურული და საექსკურსიო პროგრამა.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, ეკონომიკის, რეგიონული კვლევების, კულტუროლოგიის, საერთაშორისო საქმიანობაში და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ჩართულ ახალგაზრდა სპეციალისტებს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტებს, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
მონაწილეების ასაკი 18-დან 35 წლამდეა, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ანკეტის შევსება.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 27 ნოემბერი (მოსკოვის დროით 23:59). შედეგები გამოცხადდება 2022 წლის 30 ნოემბრამდე. კონკურსის შედეგების თაობაზე ინფორმაციას კანდიდატები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.
ფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო, სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება „MIREA - რუსეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", სანქტ-პეტერბურგის ფონდი „საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრი", გორჩაკოვის ფონდი, ასოციაცია „საერთაშორისო ჟურნალისტიკის ხელშეწყობის ცენტრი“.
ყველა ახალი ამბავი
0