https://sputnik-georgia.com/20221123/qartuli-ocneba-evroparlamentis-rezoluciebs-saqartvelos-winaarmdeg-iyeneben-272422553.html
„ქართული ოცნება“: ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ
„ქართული ოცნება“: ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ
Sputnik საქართველო
ეს ძალები ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ, დარწმუნებულია დეპუტატი. 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T22:01+0400
2022-11-23T22:01+0400
2022-11-23T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/37/247423757_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_b4ba50d27e66c0d12b1018b3a7bb7187.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი მხარდამჭერები ევროპარლამენტის (EP) რეზოლუციებს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გაათავისუფლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.დეკემბერში ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს რეზოლუცია, რომელიც შემუშავდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულების ანგარიშის მიხედვით.ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ღრმა პოლარიზაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ გარემოში, ასევე საუბარია გვარამიას საქმის გადახედვის, სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე და მისთვის „სათანადო მკურნალობის“ უზრუნველყოფაზე. იქვე საუბარია „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრაციაზე“ TBC Bank-ის დამფუძნებლების, ოპოზიციური პარტია „ლელოს" ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.„ევროპის სახალხო პარტიამ“, რომლის წევრიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მოახდინა 200 შესწორების ინიცირება რეზოლუციის საბოლოო ტექსტში, რომლებიც მას უფრო მეტად ამკაცრებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24742/37/247423757_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_1b88c8cae3374ce69360b9ea15ed33aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
„ქართული ოცნება“: ევროპარლამენტის რეზოლუციებს საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იყენებენ
22:01 23.11.2022 (განახლებულია: 23:11 23.11.2022) ეს ძალები ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ, დარწმუნებულია დეპუტატი.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი უცხოელი მხარდამჭერები ევროპარლამენტის (EP) რეზოლუციებს საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა.
ევროპარლამენტმა 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, მათ შორის, ლაპარაკია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე, სადაც ის „ერთადერთ ოლიგარქად“ არის მოხსენებული, „რომელსაც პირადი და საქმიანი კავშირები აქვს კრემლთან“. ევროპული საბჭოსთვის მიცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაა.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გაათავისუფლოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
„არ არის მისაღები, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციები გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად... „ნაცმოძრაობა“ და მათთან ასოცირებული ძალები ამ ყველაფერს საკუთარ იარაღად იყენებენ. პარტნიორებთან აქვთ ინტენსიური მუშაობა და ერთადერთ საშუალებას ხედავენ, რომ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შეინარჩუნონ მაშინ, როდესაც მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
დეკემბერში ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს რეზოლუცია, რომელიც შემუშავდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულების ანგარიშის მიხედვით.
ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება ღრმა პოლარიზაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ გარემოში, ასევე საუბარია გვარამიას საქმის გადახედვის, სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზე და მისთვის „სათანადო მკურნალობის“ უზრუნველყოფაზე. იქვე საუბარია „პოლიტიზებული მართლმსაჯულების აშკარა დემონსტრაციაზე“ TBC Bank-ის დამფუძნებლების, ოპოზიციური პარტია „ლელოს" ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.
„ევროპის სახალხო პარტიამ“, რომლის წევრიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მოახდინა 200 შესწორების ინიცირება რეზოლუციის საბოლოო ტექსტში, რომლებიც მას უფრო მეტად ამკაცრებს.