https://sputnik-georgia.com/20221123/msaxiobi-tamar-sxirtlaze-gardaicvala-272423403.html
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თამარ სხირტლაძემ 70-მდე როლი ითამაშა ქართულ თეატრალურ სცენაზე 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T22:33+0400
2022-11-23T22:33+0400
2022-11-23T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/42/237244228_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_0f20c9adb996b9ec95c1b5a26d6261a7.jpg
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.თამარ სხირტლაძე იყო ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი, თეატრისა და კინოს მსახიობი. 1949 წელს მან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა.70-მდე როლი ითამაშა სცენაზე: მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“).„გენიალური თამარა", რომელმაც დიდი ვერიკოს რეკორდი მოხსნა >>კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს, თუმცა აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: „წინაპართა მიწა" (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა" (1984), „ფესვები" (1987), „ზვარაკი" (1990), „ლუკას სახარება" (1998), „ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი"(მართა, 2009), „გული+" (2011), „37-" (2012) და სხვ.2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის" წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23724/42/237244228_333:0:5666:4000_1920x0_80_0_0_5f0e81e497f3117c2fc663ef175be58f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა
თამარ სხირტლაძემ 70-მდე როლი ითამაშა ქართულ თეატრალურ სცენაზე
თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
თამარ სხირტლაძე იყო ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი, თეატრისა და კინოს მსახიობი. 1949 წელს მან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა.
70-მდე როლი ითამაშა სცენაზე: მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“).
კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს, თუმცა აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: „წინაპართა მიწა" (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა" (1984), „ფესვები" (1987), „ზვარაკი" (1990), „ლუკას სახარება" (1998), „ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი"(მართა, 2009), „გული+" (2011), „37-" (2012) და სხვ.
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის" წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი".