„ევროვიზიაზე" ხმის მიცემის წესი შეიცვალა

© courtesy of Eurovision Georgiaჯგუფი Circus Mircus
ჯგუფი Circus Mircus - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
ამიერიდან მხოლოდ ფესტივალის მაყურებელი გადაწყვეტს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი გადავა ფინალში.
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ევროპულმა სამაუწყებლო კავშირმა (EBU) „ევროვიზია 2023“-ზე ხმის მიცემის წესის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
EBU-მ აღნიშნული გადაწყვეტილება 2022 წლის კონკურსზე ჟიურის ხმის მიცემის დროს გამოვლენილი დარღვევების გამო მიიღო.
კერძოდ, ნახევარფინალურ ეტაპზე მონაწილეებს პროფესიონალური ჟიური აღარ შეაფასებს და მხოლოდ მაყურებლების გადასაწყვეტი იქნება, გადავა თუ არა კონკურსანტი ფინალში.
ამასთან, ქვეყნებს, რომლებიც არ მონაწილეობენ კონკურსში, ასევე ექნებათ ხმის მიცემის უფლება. კონკურსში არამონაწილე ქვეყნების ხმები დაჯამდება და მიემატება იმ ხმებს, რასაც კონკურსანტები მიიღებენ. ასე მოხდება ნახევარფინალშიც და ფინალშიც.
„ევროვიზია 2023“ უკრაინაში არ ჩატარდება>>>
აქამდე მოქმედი სისტემით, გამარჯვებულის გამოსავლენად პროფესიონალური ჟიურის ხმები მაყურებელთა მიერ კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს ემატებოდა. ევროპის მაუწყებელთა კავშირში განაცხადეს, რომ ეს პრაქტიკა დარჩება კონკურსის ფინალში.
„ევროვიზია 2023“ ლივერპულში მაისში ჩატარდება. როგორც EBU-მ განაცხადა, „ევროვიზია 2023“ უკრაინაში ვერ გაიმართება ქვეყანაში არსებული ვითარების გამო. 25 ივლისს EBU-მ დაადასტურა, რომ კონკურსს, უკრაინის ნაცვლად, დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს.
„ყველას, ვინც უყურებს შოუს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ცხოვრობდეს იგი, შეუძლია ხმა მისცეს საყვარელ სიმღერებს“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0