მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

CSTO სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმდა

© photo: Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშიკოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომა ერევანში
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სხდომა ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2022
გამოწერა
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წევრი ქვეყნები სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა CSTO-ს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისა და უშიშროების საბჭოების მდივნების სხდომაზე.

„მთლიანობაში შეთანხმებულია კოლექტიური უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკისთვის დახმარების ერთობლივ ზომებს ითვალისწინებს“, — აღნიშნა ზასმა.

მისი თქმით, სომხეთი–აზერბაიჯანის საზღვარზე, როგორც ამას ერთობლივი რეაგირების ცენტრში მიღებული ინფორმაცია მოწმობს, ვითარება კვლავ დაძაბულია და შეტაკებები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
„კოლექტიური უშიშროების საბჭოს სამი რიგგარეშე სხდომა მიმდინარე წლის მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში სწორედ სომხეთის რესპუბლიკისთვის ამ კუთხით წარმოქმნილი საფრთხეების განხილვას მიეძღვნა“, — განმარტა სტანისლავ ზასმა.
ერევანში CSTO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოების მდივნების კომიტეტის ერთობლივი სხდომა დღეს, 23 ნოემბერს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0