https://sputnik-georgia.com/20221123/brimstone-ukrainasi-272431377.html
ბრიტანული Brimstone უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული სამიზნეა
ბრიტანული Brimstone უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების პრიორიტეტული სამიზნეა
Sputnik საქართველო
უკრაინის ბრძოლის ველი ნატოსთვის მოსახერხებელი პოლიგონია ანტიკვარული იარაღის უტილიზაციისა და საბრძოლო პირობებში ექსპერიმენტული იარაღის შესამოწმებლად. შედარებით... 23.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-23T19:52+0400
2022-11-23T19:52+0400
2022-11-24T11:52+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272383728_42:171:1490:986_1920x0_80_0_0_89301fa97dc57dfd573c1b26ea780bf1.jpg
უკრაინის ბრძოლის ველი ნატოსთვის მოსახერხებელი პოლიგონია ანტიკვარული იარაღის უტილიზაციისა და საბრძოლო პირობებში ექსპერიმენტული იარაღის შესამოწმებლად. შედარებით ახალი მოდიფიკაციის მრავალსამიზნიანი მაღალი სიზუსტის რაკეტები Brimstone უკრაინას გადაეცა რუსული ჯავშანტექნიკისა და შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად, ამიტომ განწირულია განადგურებისთვის.ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა მცირეგაბარიტიანი მაღალი სიზუსტის რაკეტები Brimstone-2 „ჰაერი-მიწა“. გაზეთ The Telegraph-ის მონაცემებით, ამ რაკეტებს „შეუძლიათ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქციონ“. უკრაინის ჯარს გამოყენებული აქვს სახმელეთო პლატფორმიდან გასაშვები Brimstone-1 საავიაციო რაკეტები, რომელთა სამოქმედო მანძილი 12 კმ-ს აღწევს.უკრაინისთვის ლონდონის სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ 2022 წელს 4,5 მილიარდი დოლარს შეადგინა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ჯერ კიდევ 25 აპრილს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იხილავს უკრაინისთვის სახმელეთო ბაზირების მსუბუქი გემთსაწინააღმდეგო რაკეტების Brimstone-ის მიწოდებას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ოდესის დასაცავად ზღვიდან შეჭრის შემთხვევაში. მინისტრის საპარლამენტო მოადგილე ჯეიმს ჰიპიმ 27 აპრილს ისაუბრა უკრაინაში „ასობით გემთსაწინააღდეგო რაკეტის Brimstone-ის გაგზავნაზე საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლა.გემთსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია Brimstone Sea Spear 2012 წელს შეიქმნა და საბრძოლო პირობებში არ გამოუყენებიათ. ეს რაკეტა Brimstone-1 და Brimstone-2 საბაზო ნიმუშებზე დიდია, აქვს 100 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი. Brimstone Sea Spear აღჭურვილია ორარხიანი თვითდამიზნების მოწყობილობით, ასევე მართვის სისტემით, რომელიც ინერციულ და თანამგზავრულ ნავიგაციას იყენებს. ტურბორეაქტიული ძრავი უზრუნველყოფს ბგერამდელ სიჩქარეს და 100 მ-მდე სამოქმედო მანძილს.საბრძოლო გამოყენების თავისებურებებიბრიტანული ზებგერითი Brimstone-1 (სიგრძე - 1,8 მ, წონა - 48 კგ, საბრძოლო ნაწილი - 6,4 კგ) შემუშავებულია ამერიკული „ჰაერი-მიწა“ რაკეტის AGM-114 Hellfire-II-ის ბაზაზე ლაზერული დამიზნების სისტემით. მართვის სისტემა შესრულებულია პრინციპით „ისროლა-დაივიწყა“. რაკეტა Brimstone-1 აღჭურვილია ინერციული სანავიგაციო სისტემით სამიზნის რაიონში გასასვლელად და ნახევრადაქტიური ლაზერული თვითდამიზნების მექანიზმით.„მემკვიდრეობით“ მიღებული და ახლად შეძენილი მახასიათებლებით Brimstone-1 ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების არსენალში მოხვდა. მაღალი სიზუსტის მართული რაკეტა გამიზნულია ჯავშნიანი, დაცული ობიექტების გასანადგურებლად. გამოიყენებოდა ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში.2008 წელს ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა მოდიფიკაცია Brimstone Dual-Mode, რომელიც მომავალში წარმატებით გამოიყენეს ავღანეთში. ლიბიაში 2011 წელს ბრიტანულმა თვითმფრინავებმა გამოიყენეს 200-ზე მეტი Brimstone-1.2013 წელს კონსორციუმმა MBDA-მ გამოსცადა მოდიფიკაცია Brimstone-2 ახალი ძრავითა და მძლავრი საბრძოლო ნაწილით. დახვეწილმა თვითდამიზნების რადიოლოკაციურმა მექანიზმმა ისწავლა სწრაფი და მოძრავი სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა და დევნა. მოქმედების მანძილია 60 კმ თვითმფრინავიდან და 40 კმ ვერტმფრენიდან. მოდიფიკაცია Brimstone-2 დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშია 2016 წლიდან.კიევის რეჟიმი მიიღებს ყველა მოდიფიკაციას, თუმცა სპეციალური გამშვები დანადგარი Brimstone-1, Brimstone Dual-Mode და Brimstone-2 რაკეტებისთვის შექმნილია გადამზიდი თვითმფრინავისთვის. მაგალითად, გამანადგურებელ-ბომბდამშენ Eurofighter Typhoon-ს შეუძლია ექვსი გამშვები დანადგარის გადატანა 18 რაკეტით, ხოლო თვითმფრინავ Tornado GR4-ს - 6 Brimstone რაკეტის გადატანა სხვა სახის საბრძოლო მასალებთან ერთად.უკრაინის საჰაერო ძალები სათანადო გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ ფლობენ. ავიაციის კრიტიკული დეფიციტის კომპენსაცია შეიძლება მძიმე უპილოტო საფრენი აპარატებით. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწყვლადი თურქული Bayraktar TB2 - არ გამოდგება. კიევი დიდი ხანია ვაშინგტონს სთხოვს შემტევი უპილოტო აპარატების MQ-9 Reaper-ის მიწოდებას, რომლებიც 2914 წლიდან Brimstone-ის რაკეტების შტატიან გადამზიდად ითვლება. საბრძოლო რადიუსი 1900 კმ-მდეა, ამიტომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ამერიკელ „პარტნიორებს“ და მზადაა, ადეკვატურად ან ასიმეტრიულად უპასუხოს უკრაინისთვის და, შესაძლოა, სხვა ცხელ წერტილებშიც, საბრძოლო მასალის მიწოდებას.Brimstone-1 ერთი რაკეტა 150 ათასი დოლარი ღირს, მეორე მოდიფიკაციის საბრძოლო მასალა - 207 ათასი დოლარი. რასაკვირველია, საზღვაო ვერსია კიდევ უფრო ძვირია.ადრე დიდმა ბრიტანეთმა კიევს დაახლოებით 7000 გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი NLAW, 100 ჯავშანმანქანა, თვითმავალი დანადგარი Stormer საზენიტო რაკეტებით Starstreak-ით, რამდენიმე ათეული ჰაუბიცა М109 და საბუქსირო იარაღი L119, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M270, 16 ათასზე მეტი საარტილერიო ჭურვი, 4,5 ტონა პლასტიკური ასაფეთქებელი გადასცა.რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა თვეში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 510 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2549 უპილოტო აპარატი, 390 მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 6758 ტანკი, 3611 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნი, 900 რეაქტიული სისტემა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272383728_386:204:1468:1016_1920x0_80_0_0_c4dcb3cac3e9c0206dedd703919d7d08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინის ბრძოლის ველი ნატოსთვის მოსახერხებელი პოლიგონია ანტიკვარული იარაღის უტილიზაციისა და საბრძოლო პირობებში ექსპერიმენტული იარაღის შესამოწმებლად. შედარებით ახალი მოდიფიკაციის მრავალსამიზნიანი მაღალი სიზუსტის რაკეტები Brimstone უკრაინას გადაეცა რუსული ჯავშანტექნიკისა და შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად, ამიტომ განწირულია განადგურებისთვის.
ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა მცირეგაბარიტიანი მაღალი სიზუსტის რაკეტები Brimstone-2 „ჰაერი-მიწა“. გაზეთ The Telegraph-ის მონაცემებით, ამ რაკეტებს „შეუძლიათ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქციონ“. უკრაინის ჯარს გამოყენებული აქვს სახმელეთო პლატფორმიდან გასაშვები Brimstone-1 საავიაციო რაკეტები, რომელთა სამოქმედო მანძილი 12 კმ-ს აღწევს.
უკრაინისთვის ლონდონის სამხედრო და ეკონომიკურმა დახმარებამ 2022 წელს 4,5 მილიარდი დოლარს შეადგინა. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ჯერ კიდევ 25 აპრილს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი იხილავს უკრაინისთვის სახმელეთო ბაზირების მსუბუქი გემთსაწინააღმდეგო რაკეტების Brimstone-ის მიწოდებას, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ოდესის დასაცავად ზღვიდან შეჭრის შემთხვევაში. მინისტრის საპარლამენტო მოადგილე ჯეიმს ჰიპიმ 27 აპრილს ისაუბრა უკრაინაში „ასობით გემთსაწინააღდეგო რაკეტის Brimstone-ის გაგზავნაზე საზღვაო თავდაცვის გასაძლიერებლა.
გემთსაწინააღმდეგო მოდიფიკაცია Brimstone Sea Spear 2012 წელს შეიქმნა და საბრძოლო პირობებში არ გამოუყენებიათ. ეს რაკეტა Brimstone-1 და Brimstone-2 საბაზო ნიმუშებზე დიდია, აქვს 100 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი. Brimstone Sea Spear აღჭურვილია ორარხიანი თვითდამიზნების მოწყობილობით, ასევე მართვის სისტემით, რომელიც ინერციულ და თანამგზავრულ ნავიგაციას იყენებს. ტურბორეაქტიული ძრავი უზრუნველყოფს ბგერამდელ სიჩქარეს და 100 მ-მდე სამოქმედო მანძილს.
საბრძოლო გამოყენების თავისებურებები
ბრიტანული ზებგერითი Brimstone-1 (სიგრძე - 1,8 მ, წონა - 48 კგ, საბრძოლო ნაწილი - 6,4 კგ) შემუშავებულია ამერიკული „ჰაერი-მიწა“ რაკეტის AGM-114 Hellfire-II-ის ბაზაზე ლაზერული დამიზნების სისტემით. მართვის სისტემა შესრულებულია პრინციპით „ისროლა-დაივიწყა“. რაკეტა Brimstone-1 აღჭურვილია ინერციული სანავიგაციო სისტემით სამიზნის რაიონში გასასვლელად და ნახევრადაქტიური ლაზერული თვითდამიზნების მექანიზმით.
„მემკვიდრეობით“ მიღებული და ახლად შეძენილი მახასიათებლებით Brimstone-1 ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავების არსენალში მოხვდა. მაღალი სიზუსტის მართული რაკეტა გამიზნულია ჯავშნიანი, დაცული ობიექტების გასანადგურებლად. გამოიყენებოდა ერაყში, ავღანეთსა და ლიბიაში.
2008 წელს ახალი მოთხოვნების შესაბამისად შეიქმნა მოდიფიკაცია Brimstone Dual-Mode, რომელიც მომავალში წარმატებით გამოიყენეს ავღანეთში. ლიბიაში 2011 წელს ბრიტანულმა თვითმფრინავებმა გამოიყენეს 200-ზე მეტი Brimstone-1.
2013 წელს კონსორციუმმა MBDA-მ გამოსცადა მოდიფიკაცია Brimstone-2 ახალი ძრავითა და მძლავრი საბრძოლო ნაწილით. დახვეწილმა თვითდამიზნების რადიოლოკაციურმა მექანიზმმა ისწავლა სწრაფი და მოძრავი სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა და დევნა. მოქმედების მანძილია 60 კმ თვითმფრინავიდან და 40 კმ ვერტმფრენიდან. მოდიფიკაცია Brimstone-2 დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაშია 2016 წლიდან.
კიევის რეჟიმი მიიღებს ყველა მოდიფიკაციას, თუმცა სპეციალური გამშვები დანადგარი Brimstone-1, Brimstone Dual-Mode და Brimstone-2 რაკეტებისთვის შექმნილია გადამზიდი თვითმფრინავისთვის. მაგალითად, გამანადგურებელ-ბომბდამშენ Eurofighter Typhoon-ს შეუძლია ექვსი გამშვები დანადგარის გადატანა 18 რაკეტით, ხოლო თვითმფრინავ Tornado GR4-ს - 6 Brimstone რაკეტის გადატანა სხვა სახის საბრძოლო მასალებთან ერთად.
უკრაინის საჰაერო ძალები სათანადო გამანადგურებელ თვითმფრინავებს არ ფლობენ. ავიაციის კრიტიკული დეფიციტის კომპენსაცია შეიძლება მძიმე უპილოტო საფრენი აპარატებით. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოწყვლადი თურქული Bayraktar TB2 - არ გამოდგება. კიევი დიდი ხანია ვაშინგტონს სთხოვს შემტევი უპილოტო აპარატების MQ-9 Reaper-ის მიწოდებას, რომლებიც 2914 წლიდან Brimstone-ის რაკეტების შტატიან გადამზიდად ითვლება. საბრძოლო რადიუსი 1900 კმ-მდეა, ამიტომ რუსეთი ყურადღებით აკვირდება ამერიკელ „პარტნიორებს“ და მზადაა, ადეკვატურად ან ასიმეტრიულად უპასუხოს უკრაინისთვის და, შესაძლოა, სხვა ცხელ წერტილებშიც, საბრძოლო მასალის მიწოდებას.
Brimstone-1 ერთი რაკეტა 150 ათასი დოლარი ღირს, მეორე მოდიფიკაციის საბრძოლო მასალა - 207 ათასი დოლარი. რასაკვირველია, საზღვაო ვერსია კიდევ უფრო ძვირია.
ადრე დიდმა ბრიტანეთმა კიევს დაახლოებით 7000 გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი NLAW, 100 ჯავშანმანქანა, თვითმავალი დანადგარი Stormer საზენიტო რაკეტებით Starstreak-ით, რამდენიმე ათეული ჰაუბიცა М109 და საბუქსირო იარაღი L119, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები M270, 16 ათასზე მეტი საარტილერიო ჭურვი, 4,5 ტონა პლასტიკური ასაფეთქებელი გადასცა.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა თვეში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 510 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2549 უპილოტო აპარატი, 390 მობილური საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 6758 ტანკი, 3611 საარტილერიო იარაღი და ნაღმმტყორცნი, 900 რეაქტიული სისტემა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე