https://sputnik-georgia.com/20221122/xaragaulsi-mamakaci-mokles-272380181.html
ხარაგაულში მამაკაცი მოკლეს
ხარაგაულში მამაკაცი მოკლეს
Sputnik საქართველო
კონფლიქტი, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T20:47+0400
2022-11-22T20:47+0400
2022-11-22T22:33+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264897686_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_780b0ecef587750552188791bf771fa6.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ერთი მამაკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, იუწყება ქართული მედია.მამაკაცებს შორის კამათი ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო. სოფლის მცხოვრებლებს მოგვიანებით გასროლის ხმა შემოესმათ. შემთხვევის ადგილზე მისულებს ორი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, ერთი ავტომობილში იყო, ხოლო მეორე, 40 წლამდე მამაკაცი – ქუჩაში.გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264897686_423:0:2810:1790_1920x0_80_0_0_d55cfac8f803b83569a79ad9b4290a61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, იმერეთი
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, იმერეთი
ხარაგაულში მამაკაცი მოკლეს
20:47 22.11.2022 (განახლებულია: 22:33 22.11.2022) კონფლიქტი, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა, ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ერთი მამაკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულში მომხდარი კონფლიქტის შედეგად, იუწყება ქართული მედია.
მამაკაცებს შორის კამათი ერთ-ერთ სახლში გაშლილ სუფრასთან დაიწყო. სოფლის მცხოვრებლებს მოგვიანებით გასროლის ხმა შემოესმათ. შემთხვევის ადგილზე მისულებს ორი დაჭრილი მამაკაცი დახვდათ, ერთი ავტომობილში იყო, ხოლო მეორე, 40 წლამდე მამაკაცი – ქუჩაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.