https://sputnik-georgia.com/20221122/veres-xeobashi-gamagrebiti-samushaoebi-mimdinareobs-272375590.html
ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აღნიშნული პროექტის დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T18:52+0400
2022-11-22T18:52+0400
2022-11-22T21:54+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272372730_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_31bfddd87197e962895fb24a413fc7b9.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი შენდება, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.უწყების ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.მისი თქმით, მიწის ქვეშ 9 მეტრის სიღრმეზე გაკეთდა ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრს, ხოლო სიმაღლე 9 მეტრს შეადგენს.აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს.„რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წააწყდა, ყველანაირად აღმოფხვრილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272372730_222:0:2039:1363_1920x0_80_0_0_3a654db1a89cb707ad37be95e3c03792.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
18:52 22.11.2022 (განახლებულია: 21:54 22.11.2022) აღნიშნული პროექტის დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ვერეს ხეობაში ჩამოშლილი ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი შენდება, იუწყება დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.
„ეს ადგილი წარმოადგენდა საფრთხეს, მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მიწის ქვეშ 9 მეტრის სიღრმეზე გაკეთდა ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრს, ხოლო სიმაღლე 9 მეტრს შეადგენს.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს.
„რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა წააწყდა, ყველანაირად აღმოფხვრილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულება 2023 წლის თებერვალში იგეგმება.