https://sputnik-georgia.com/20221122/tocinosinma-moigo-272373648.html
ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა
ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინს ბაშოს ათ დღეში შეხვედრების უარყოფითი ბალანსი აქვს. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T18:37+0400
2022-11-22T18:37+0400
2022-11-22T21:51+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080948_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_4e148644ffa5b5fe039b96f37abb351a.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის ტურნირზე კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მეტოქე, მე-9 მაეგაშირა ტერუცუიოში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია. სუმოისტები რამდენიმე წამის განმავლობაში დოჰიოს ცენტრში იდგნენ, რის შემდეგაც ტოჩინოშინმა მეტოქე ასწია და დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.ეს გამარჯვება მიმდინარე ტურნირზე ქართველი სუმოისტისთვის მეოთხეა. ტოჩინოშინს 10 დღის შემდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს – 4–6.გორგაძის მეტოქე ხვალ, მე-11 დღეს მე-9 მაეგაშირა ატამიფუჯი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხი აქვს.კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1a/249080948_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ab990c063bf53ee131a978bf22c47023.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, იაპონია
ტოჩინოშინმა წაგებების სერია შეწყვიტა
18:37 22.11.2022 (განახლებულია: 21:51 22.11.2022) ტოჩინოშინს ბაშოს ათ დღეში შეხვედრების უარყოფითი ბალანსი აქვს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, შემოდგომის ტურნირზე კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მეტოქე, მე-9 მაეგაშირა ტერუცუიოში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს იორიკირის ილეთით სძლია. სუმოისტები რამდენიმე წამის განმავლობაში დოჰიოს ცენტრში იდგნენ, რის შემდეგაც ტოჩინოშინმა მეტოქე ასწია და დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.
ეს გამარჯვება მიმდინარე ტურნირზე ქართველი სუმოისტისთვის მეოთხეა. ტოჩინოშინს 10 დღის შემდეგ უარყოფითი ბალანსი აქვს – 4–6.
გორგაძის მეტოქე ხვალ, მე-11 დღეს მე-9 მაეგაშირა ატამიფუჯი იქნება, რომელსაც კიუშუ ბაშოზე 3 მოგება და 6 მარცხი აქვს.
კიუშუ ბაშო ქალაქ ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 13 ნოემბერს დაიწყო და 27 ნოემბრამდე გასტანს. სუმოისტებმა 15 დღის განმავლობაში 15 ორთაბრძოლაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.