თაღლითობა თბილისში: პირმა არარსებული ბინები გაყიდა და ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელია, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე და ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომ უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.
უწყების ცნობით, ბრალდებული ბინების გაყიდვის თაობაზე შესაბამის ხელშეკრულებებსაც აფორმებდა, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა.
ბრალდებული ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან 30 ათასი აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავეს. უწყების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში ნახევარ მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლით, რაც სასჯელის ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0