მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალი პრემიერის შარფის გამო: ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში დაიბარეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. უკრაინაში უნგრეთის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ იმ შარფის გამო, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ეკეთა ფეხბურთის მატჩზე.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების პრეს-მდივანი ოლეგ ნიკოლენკო წერს სოციალურ ქსელში.

„ვიქტორ ორბანი ფეხბურთის მატჩზე მივიდა შარფით, რომელზეც უნგრეთი უკრაინის ნაწილთან ერთადაა გამოსახული. პროპაგანდა და რევიზიონისტული იდეები ხელს არ უწყობს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და არ პასუხობს ევროპული პოლიტიკის პრინციპებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი იქნება დაბარებული, რომელსაც ვიქტორ ორბანის საქციელის მიუღებლობის თაობაზე ვაცნობებთ“, — დაწერა ნიკოლენკომ.

როგორც მის პოსტშია ნათქვამი, კიევი ბუდაპეშტისგან ბოდიშს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე უარს ელოდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი 20 ნოემბერს უნგრეთისა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრო. პრემიერს ეკეთა შარფი, რომელზეც „დიდი უნგრეთის“ რუკა იყო გამოსახული. ტერმინი „დიდი უნგრეთი“ კი გამოიყენება უნგრეთის სამეფოს მიწების აღსანიშნავად, რომელიც მოიცავდა თანამედროვე რუმინეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, ავსტრიის, სლოვენიის, ხორვატიისა და სერბეთის საზღვრისპირა ტერიტორიებს. უნგრეთის სამეფომ ეს ტერიტორიები 1920 წელს დაკარგა ტრიანონის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ბუდაპეშტსა და პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ სახელმწიფოებს შორის გაფორმდა.
ყველა ახალი ამბავი
0