https://sputnik-georgia.com/20221122/saqartvelosi-axali-samxedro-baza-asendeba-272382296.html
საქართველოში ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
საქართველოში ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
Sputnik საქართველო
პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T23:05+0400
2022-11-22T23:05+0400
2022-11-22T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_94442d635342a52fda764fa43b801f69.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. თბილისიდან 30 კილომეტრში, სოფელ მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისი ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი და განახლდება სამი ძველი შენობა.მანამდე ამ ტერიტორიაზე, სადაც ბაზის აშენება იგეგმება, სატანკო ბატალიონი მდებარეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23429/12/234291273_150:0:1050:675_1920x0_80_0_0_79b376340e88135cec9d4d8a70f7c66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა
საქართველოში ახალი სამხედრო ბაზა აშენდება
პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. თბილისიდან 30 კილომეტრში, სოფელ მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისი ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი და განახლდება სამი ძველი შენობა.
მანამდე ამ ტერიტორიაზე, სადაც ბაზის აშენება იგეგმება, სატანკო ბატალიონი მდებარეობდა.