საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება - ვისთან ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში გაიტანეს 4,5 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია, რაც 34%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 33,5%-ით გაიზარდა და 15,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან 4,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (2022 წლის იანვარი-ოქტომბერი)

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

4.546,0

34,0

იმპორტი

10.682,4

33,3

სულ

15.228,4

33,5

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 10,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–ოქტომბრის მაჩვენებელზე 33,3%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 32,7%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ოქტომბერი)

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

842,1

28,4

მსუბუქი ავტომობილები

661,3

77,2

ფეროშენადნობები

447,7

18,5

აზოტის სასუქი

221,7

190,0

ღვინო

200,8

6,2

2022 წლის იანვარი–ოქტომბერში ყველაზე მეტად გაიზარდა ელექტროენერგიის (455,4%), აზოტის სასუქის (190%), მსუბუქი ავტომობილების (77,2%) ექსპორტი.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა მინერალური წყლების (22,1%), თხილის (16,3%) და სპირტიანი სასმელების (1%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ოქტომბერი)

საქონელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

მსუბუქი ავტომობილები

1.222,9

61,3

ნავთობპროდუქტები

1.135,9

74,2

სპილენძის მადნები და კონცენტრატები

623,1

10,3

მედიკამენტები

329,1

10,2

ბუნებრივი აირი

316,9

32,7

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ნავთობპროდუქტების (74,2%), ფოლადის ნაკეთობების (62,2%) და მსუბუქი ავტომობილების (61,3%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 10 თვეში 2,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,1%-ია.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ტოპ-5 (2022 წლის იანვარი–ოქტომბერი)

ქვეყნები

მლნ დოლარი

ზრდა, %

თურქეთი

2.295,6

36,6

რუსეთი

1.946,3

50,2

ჩინეთი

1.528,4

24,6

აზერბაიჯანი

1.057,4

18,2

აშშ

984,0

45,1

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან სომხეთი, გერმანია, ბულგარეთი, უკრაინა და რუმინეთი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0