რუსი ტყვეების დახვრეტა: რუსეთის საელჩომ აშშ-ის რეაქცია დაგმო

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის რეაქცია რუსი სამხედრო ტყვეების დახვრეტაზე აჩვენებს, რომ ამერიკული მხარე ხელს უწყობს უკრაინელ ნეონაცისტებში დაუსჯელობის განცდის გაძლიერებას, აცხადებს რუსეთის საელჩო ვაშინგტონში.
მანამდე აშშ-ის ელჩმა გლობალური კრიმინალური მართლმსაჯულების საკითხებში ბეტ ვან შააკმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება აკვირდება დონბასში რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის ანგარიშებს და მიიჩნევს, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი.

„ჩინოვნიკმა უარი თქვა, პირდაპირ დაეგმო ჩვენი უიარაღო ჯარისკაცების ხოცვა-ჟლეტა, მიუხედავად ამერიკელი ჟურნალისტების მიერ შესაბამისი ვიდეომასალის ავთენტურობის დადასტურებისა, რომლებმაც ტრაგედია არ მიჩქმალეს“, — აღნიშნეს რუსეთის დიპლომატიურ მისიაში.

როგორ საელჩოში აცხადებენ, შეერთებულ შტატებს რუსეთ–ამერიკის ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს.
18 ნოემბერს Telegram-არხებით გავრცელდა ორი ვიდეო, რომელთაგან პირველზე რუსული სამხედრო ფორმიანი დახვრეტილი ჯარისკაცები არიან აღბეჭდილი, მეორეზე კი ჩანს, როგორ წვება მიწაზე ათამდე რუსულფორმიანი ჯარისკაცი უკრაინულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ბრძანებით. გამოცემა New York Times-მა ვიდეო ნამდვილად მიიჩნია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭომ და რუსეთში ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა საერთაშორისო ორგანიზაციებს — გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, Amnesty International-ს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და სხვებს მიმართეს და გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.
ამ დროისათვის გავრცელებულ ჩანაწერებს უკვე სწავლობს გაერო. თავის მხრივ, კიევიც აცხადებს, რომ ვიდეოებს უკრაინელი სპეციალისტებიც შეისწავლიან.
ყველა ახალი ამბავი
0