რუსმა პრანკერებმა პოლონეთის პრეზიდენტს მაკრონის სახელით დაურეკეს: ქვეყნდება აუდიოჩანაწერი

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyპოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსი პრანკერები ვლადიმირ კუზნეცოვი (ვოვანი) და ალექსეი სტოლიაროვი (ლექსუსი) აცხადებენ, რომ პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას დაურეკეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელით.
პრანკერებმა საუბრის აუდიოჩანაწერი რუსულად თარგმნილი ტიტრებით RuTube-ს არხზე გამოაქვეყნეს.
ჩანაწერში ვოვანი და ლექსუსი, ასევე მამაკაცი, ვისი ხმაც დუდას მიეწერება, ინგლისურად საუბრობენ. სატელეფონო დიალოგი, რომელიც დაახლოებით 7,5 წუთს გრძელდება, გავრცელებული ინფორმაციით, 15 ნოემბერს შედგა, ანუ იმ დღეს, როდესაც პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
აუდიოჩანაწერში მამაკაცი, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტადაა დასახელებული, პრანკერებს ქვეყნის აღმოსავლეთში მომხდარი სარაკეტო ინციდენტის შესახებ ესაუბრება.
„ვფიქრობ, ესკალაცია არ გვჭირდება, ესკალაცია ნატოსა და რუსეთს შორის. ჩვენ ეს არ გვჭირდება“, — ამბობს ერთ-ერთი პრანკერი საუბრისას.
„გგონიათ, რომ მე მჭირდება რუსეთთან ომი? არა, მე ეს არ მინდა. მე არ მინდა ომი რუსეთთან. მე უკიდურესად ფრთხილი ვარ, დამიჯერეთ“, — პასუხობს ამაზე ანჯეი დუდად დასახელებული მამაკაცი.
პოლონეთის ხელისუფლებას კომენტარი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ყველა ახალი ამბავი
0