მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონურმა სასამართლომ „გაზპრომისთვის“ დაკისრებული კოლოსალური ჯარიმა გააუქმა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „გაზპრომისა“ და იმ ხუთი სხვა კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმები გააუქმა, რომლებიც პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ში მონაწილეობდნენ, ნათქვამია პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოფისის (UOKiK) საიტზე.
როგორც ანტიმონოპოლიური მარეგულირებლის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს განაჩენმა ისინი გააკვირვა.

„როგორც სასამართლომ დაადგინა, კონკურენციაზე გავლენის შესახებ შეგროვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, იყო თუ არა ერთობლივი საწარმო დაარსებული ოფიციალურად. სასამართლოს ზეპირი დასკვნის მიხედვით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე პირებს არ შეუქმნიათ ახალი ერთობლივი საწარმო, ხოლო ეკონომიკისთვის მიყენებული შედეგებისა და ასევე იმის შეფასება, ცდილობდნენ თუ არა [„გაზპრომი“ და სხვა კომპანიები] კანონისთვის გვერდის ავლას, მათ კომპეტენციას სცილდება“, — განაცხადა UOKiK-ის პრეზიდენტმა ტომაშ ხროსტნიმ.

მისი თქმით, საფრთხეები, რომლებზეც მარეგულირებელი საუბრობდა მანამდე, „შეუიარაღებელი თვალით ჩანს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მთელ ევროპაში“.
„ამ საფრთხეების თავის დროზე გაცნობიერებით მივიღეთ ზომები ჩვენი კომპეტენციის შესაბამისად, რათა ეს პოლონეთისა და ევროპისთვის საშიში პროექტი შეჩერებულიყო. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლოს ვერდიქტის წერილობით დასაბუთებას და შემდეგ გავასაჩივრებთ მას“, — აღნიშნა ტომაშ ხროსტნიმ.
რუსული სახელმწიფო კონცერნი „გაზპრომი“ UOKiK-მა 2020 წლის ოქტომბერში დააჯარიმა 29 მილიარდი ზლოტით (დაახლოებით 6,45 მილიარდი ევრო), ხოლო ხუთი სხვა კომპანია (Engie Energy, Uniper, OMV, Shell oraz და Wintershall) — საერთო ჯამში დაახლოებით 178,5 მილიონი ზლოტით (დაახლოებით 39,8 მილიონი ევრო). ჯარიმის საფუძვლად ანტიმონოპოლიური წესების დარღვევა დასახელდა. მარეგულირებლის თქმით, „გაზპრომმა“ მისი თანხმობის გარეშე დადო აღნიშნულ კომპანიებთან გარიგება, რაც საბოლოოდ კონკურენციის შეზღუდვას გამოიწვევდა. UOKiK-ის ანტიმონოპოლიური გამოძიება 2018 წელს დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0