კალაძე ბიზნესმენებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ თბილისის საახალწლოდ მორთვაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ახალი წლის დღეებში
თბილისი ახალი წლის დღეებში - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
გამოწერა
მერმა იმედი გამოთქვა, რომ საახალწლო ღონისძიებები წელსაც შთამბეჭდავი და მასშტაბური იქნება.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ტრადიციულად, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ისე რიგით მოქალაქეებს შეუძლიათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კალაძემ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზადყოფნა. მზად ვართ ხელი შეგიწყოთ და გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის თქმით, 2017 წელს ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა – ქალაქის მორთვაში მონაწილეობენ ბიზნესის, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები.
„გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მიიღოს დედაქალაქის გალამაზებაში, აიღოს ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებაში. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნეს-სექტორი ამით დაინტერესებულია“, – განაცხადა კალაძემ.
© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო განათება
Город Кутаиси ночью. Новогодняя иллюминация. Огни отражаются в стеклах автобусов - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2022
საახალწლო განათება
მერმა იმედი გამოთქვა, რომ საახალწლო ღონისძიებები წელს იქნება შთამბეჭდავი და მასშტაბური, სადაც თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაისვენონ, განიტვირთონ და დატკბნენ საახალწლო ღონისძიებებით.
კალაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებების, მთავარი ნაძვისხის ანთებისა და დედაქალაქის ქუჩების განათების შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება.
ყველა ახალი ამბავი
0