https://sputnik-georgia.com/20221122/iaea-zaporojies-atomuri-sadguri-272363804.html
IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დაზიანებები აღმოაჩინა
IAEA-მ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე დაზიანებები აღმოაჩინა
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმებისას არარადიოაქტიური... 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T12:32+0400
2022-11-22T12:32+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815294_0:233:1600:1133_1920x0_80_0_0_739f657c8eaad04f7b9bb25ae16cfbe9.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმებისას არარადიოაქტიური გაჟონვა აღმოაჩინეს კონდენსატების შესანახი ავზების დაზიანების გამო, ნათქვამია IAEA-ს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ მიუხედავად 19-20 ნოემბრის დაცხრილვით მიყენებული დაზიანებისა, სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების კუთხით უშუალო საფრთხე არ გამოვლენილა.როგორც IAEA-ს განცხადებაშია ნათქვამი, ავზების გარდა, ასევე დაზიანებულია რეაქტორების გასწვრივ გამავალი მთავარი გზა, უმოქმედო სარკინიგზო ხაზი, შეკუმშული ჰაერის მილსადენი და დამხმარე შენობების სახურავები.ექსპერტების თქმით, ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი სტაბილურ მდგომარეობაშია, ატომური საწვავისა და ნარჩენების შესანახი ადგილები დაცხრილვისას არ დაზიანებულა.ამასთან IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო ძლიერი თავდასხმების ფონზე კონსულტაციებს განაახლებს სადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონასთან დაკავშირებით.რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის მარტიდან იმყოფებიან. მას შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის დაბომბვაში. ბოლოს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია 19-20 ნოემბერს დაიცხრილა, რაც, IAEA-ს განცხადებით, სადგურზე ალბათ ყველაზე ძლიერი შეტევა იყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271815294_47:0:1558:1133_1920x0_80_0_0_1a1e9b893da60f5c3909dd90f9bc3509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო - iaea, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმებისას არარადიოაქტიური გაჟონვა აღმოაჩინეს კონდენსატების შესანახი ავზების დაზიანების გამო, ნათქვამია IAEA-ს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ მიუხედავად 19-20 ნოემბრის დაცხრილვით მიყენებული დაზიანებისა, სადგურზე ბირთვული უსაფრთხოების კუთხით უშუალო საფრთხე არ გამოვლენილა.
როგორც IAEA-ს განცხადებაშია ნათქვამი, ავზების გარდა, ასევე დაზიანებულია რეაქტორების გასწვრივ გამავალი მთავარი გზა, უმოქმედო სარკინიგზო ხაზი, შეკუმშული ჰაერის მილსადენი და დამხმარე შენობების სახურავები.
ექსპერტების თქმით, ატომური ელექტროსადგურის ექვსივე რეაქტორი სტაბილურ მდგომარეობაშია, ატომური საწვავისა და ნარჩენების შესანახი ადგილები დაცხრილვისას არ დაზიანებულა.
„ეს შეშფოთების სერიოზული მიზეზია, რადგან ნათლად აჩვენებს შეტევის აბსოლუტურ ინტენსივობას მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე“, — განაცხადა სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
ამასთან IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო ძლიერი თავდასხმების ფონზე კონსულტაციებს განაახლებს სადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონასთან დაკავშირებით.
რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის მარტიდან იმყოფებიან. მას შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის დაბომბვაში. ბოლოს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია 19-20 ნოემბერს დაიცხრილა, რაც, IAEA-ს განცხადებით, სადგურზე ალბათ ყველაზე ძლიერი შეტევა იყო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.