https://sputnik-georgia.com/20221122/15-wlis-mozardis-mkvleloba-zugdidsi-braldebuls-patimroba-seefarda-272379872.html
15 წლის მოზარდის მკვლელობა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
15 წლის მოზარდის მკვლელობა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თავადაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოზარდს მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 22.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-22T20:29+0400
2022-11-22T20:29+0400
2022-11-22T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586920_22:0:1000:550_1920x0_80_0_0_908bbef424990289e0a80c259f0de5d7.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 ნოემბერს ზუგდიდში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა.პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.არასრულწლოვანს ბრალი აქვს წარდგენილი სსკ-ის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.შსს-ში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586920_144:0:877:550_1920x0_80_0_0_107a5ed8b1f78c37cf6be5c221820e7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
15 წლის მოზარდის მკვლელობა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
20:29 22.11.2022 (განახლებულია: 22:29 22.11.2022) თავადაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოზარდს მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 ნოემბერს ზუგდიდში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.
არასრულწლოვანს ბრალი აქვს
წარდგენილი სსკ-ის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.