საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის „დინამო“ მკაცრად დასაჯა

© courtesy of FC Dinamo Batumiბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი
ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივარი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
ბათუმის „დინამო“ შემდეგ მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს, ამას გარდა გადაიხდის ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) სადისციპლინო კომიტეტმა წყალტუბოს „სამგურალთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის დასჯის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩი „დინამოსა“ და „სამგურალს“ შორის სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მატჩის შედეგებს არ დაეთანხმნენ ბათუმური კლუბის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, რომლებმაც აგრესია მსაჯებზე გადაიტანეს. შედეგად – მსაჯებმა მინდვრის დატოვება მხოლოდ სტადიონის დაცვის დახმარებით შეძლეს.
სფფ-ის ინფორმაციით, ამ ინციდენტის გამო შეისწავლეს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები და ვიდეომასალები.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, შემდეგ მატჩს ბათუმის „დინამო“ გამართავს მაყურებლის გარეშე და ამასთან ერთად გადაიხდის 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმას.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე დაჯარიმდა 6 ათასი ლარით და ჩამოერთვა სტადიონზე შესვლის უფლება როგორც საქართველოს ჩემპიონატის, ისე საერთაშორისო მატჩებზე ერთი წლის ვადით.
ასევე დაჯარიმდა 2 ათასი ლარით და ექვს მატჩზე სტადიონზე შესვლის უფლება ჩამოერთვა ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრს გურამ ბერიძეს.
დაისაჯა ასევე ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე დავით ჯანელიძეც – მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია და 1 ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივართა მეკავშირე ოფიცერს კი 200-ლარიანი ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
ამჟამად ბათუმის „დინამოს“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და თბილისის „დინამოს“ სამი ქულით ჩამორჩება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0