https://sputnik-georgia.com/20221121/noembruli-produqtebi-272343540.html
„ნოემბრული“ პროდუქტი: რა უნდა მიირთვათ ნოემბერში იმუნიტეტის გასაძლიერებლად
„ნოემბრული“ პროდუქტი: რა უნდა მიირთვათ ნოემბერში იმუნიტეტის გასაძლიერებლად
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. ზამთრის პირი, განსაკუთრებით კი ნოემბერი, არაერთ გამოცდას უწყობს ორგანიზმს, რომელსაც გარკვეული პროდუქტები სჭირდება იმისთვის, რომ... 21.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-21T17:37+0400
2022-11-21T17:37+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ჯანსაღი კვება
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23763/76/237637684_0:28:2048:1180_1920x0_80_0_0_41a3b52ba01c34d25d45a60c4f74f2ee.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. ზამთრის პირი, განსაკუთრებით კი ნოემბერი, არაერთ გამოცდას უწყობს ორგანიზმს, რომელსაც გარკვეული პროდუქტები სჭირდება იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაძლიერდეს და ვირუსებისგან დაგვიცვას, აცხადებენ ექიმები.მათი თქმით, ნოემბრის უმთავრესი პროდუქტი წითელი მოცვია, რომელიც შეგიძლიათ წინდაწინ მოიმარაგოთ, გაყინოთ და მერე მთელი შემოდგომა–ზამთრის განმავლობაში მიირთვათ.წითელი მოცვი C ვიტამინის, ასევე ლიმონის, ვაშლის, ქინისა და სხვა მჟავების საბადოა. მასში ასევე შედის К, В და РР ჯგუფის ვიტამინები, ეთერზეთები, კაროტინი, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები, კალიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კობალტი, ბორი, მანგანუმი და სხვ.ექიმების თქმით, წითელი მოცვის თუნდაც მცირე რაოდენობით რეგულარულად მიღება:ნოემბრის მეორე კენკრა — ქაცვია. მასში, გარდა წითელ მოცვში შემავალი ვიტამინებისა და ნივთიერებებისა, ასევე შედის ფლავონოიდები, ფოლის მჟავა, ბეტაინი, კაროტინოიდები, ალუმინი, ნიკელი, ტყვია, სტრონციუმი და მოლიბდენი.ასეთი „თაიგულის“ წყალობით ქაცვი:კიდევ ერთი ძალიან „ნოემბრული“ ხილია ხურმა. გარდა იმისა, რომ ის დიეტურია, ასევე მდიდარია ვიტამინებით: В5, С, А, ლუტეინითა და ზეაქსანტინით, რომლებიც მხედველობას აუმჯობესებს.როგორც ექიმები ამბობენ, ხურმა „კუჭის საუკეთესო მეგობარია“ და ამასთან ამცირებს შარდ-კენჭოვანი დაავადების რისკს.რაც შეეხება ბოსტნეულს, ნოემბერში აუცილებელია კომბოსტო — იქნება ეს ბრიუსელის, ყვავილოვანი თუ ჩვეულებრივი ბოსტნის კომბოსტო. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი შეიცავს იშვიათ ვიტამინ U-ს, რომელიც კუჭის წყლულს აღკვეთს. კომბოსტო В, А და С ჯგუფების ვიტამინების შესანიშნავი წყაროა.ექიმები გვირჩევენ, არც ბოლოკს ჩავუაროთ გვერდი გულგრილად — ესეც „ნოემბრული“ ბოსტნეულია. მასში შედის ყველაფერი, რაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად არის საჭირო.როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასკილზე საუბარიც არ არის — ეს არის მანგანუმიც, სპილენძიც, მოლიბდენიც, ქრომიც, კობალტიც, B1, B6, В2, K, РР, E და С ვიტამინებიც.ასკილი იმუნიტეტის გასაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა და ის აუცილებლად უნდა შედიოდეს შემოდგომა–ზამთრის რაციონში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23763/76/237637684_111:0:1931:1365_1920x0_80_0_0_4266c068f0a13a6e4eecbe14a2e4977a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ჯანსაღი კვება, ექიმის რჩევები
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. ზამთრის პირი, განსაკუთრებით კი ნოემბერი, არაერთ გამოცდას უწყობს ორგანიზმს, რომელსაც გარკვეული პროდუქტები სჭირდება იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაძლიერდეს და ვირუსებისგან დაგვიცვას, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ნოემბრის უმთავრესი პროდუქტი წითელი მოცვია, რომელიც შეგიძლიათ წინდაწინ მოიმარაგოთ, გაყინოთ და მერე მთელი შემოდგომა–ზამთრის განმავლობაში მიირთვათ.
წითელი მოცვი C ვიტამინის, ასევე ლიმონის, ვაშლის, ქინისა და სხვა მჟავების საბადოა. მასში ასევე შედის К, В და РР ჯგუფის ვიტამინები, ეთერზეთები, კაროტინი, პექტინები და მთრიმლავი ნივთიერებები, კალიუმი, ფოსფორი, იოდი, რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კობალტი, ბორი, მანგანუმი და სხვ.
ექიმების თქმით, წითელი მოცვის თუნდაც მცირე რაოდენობით რეგულარულად მიღება:
დაგეხმარებათ გაციებებთან გამკლავებაში,
ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას,
ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს,
იცავს კბილებს კარიესისა და პაროდონტოზისგან.
ნოემბრის მეორე კენკრა — ქაცვია. მასში, გარდა წითელ მოცვში შემავალი ვიტამინებისა და ნივთიერებებისა, ასევე შედის ფლავონოიდები, ფოლის მჟავა, ბეტაინი, კაროტინოიდები, ალუმინი, ნიკელი, ტყვია, სტრონციუმი და მოლიბდენი.
ასეთი „თაიგულის“ წყალობით ქაცვი:
ორგანიზმს აშორებს ტოქსინებს,
სასარგებლოა ართრიტებისა და სისხლის დაავადებებისთვის.
კიდევ ერთი ძალიან „ნოემბრული“ ხილია ხურმა. გარდა იმისა, რომ ის დიეტურია, ასევე მდიდარია ვიტამინებით: В5, С, А, ლუტეინითა და ზეაქსანტინით, რომლებიც მხედველობას აუმჯობესებს.
როგორც ექიმები ამბობენ, ხურმა „კუჭის საუკეთესო მეგობარია“ და ამასთან ამცირებს შარდ-კენჭოვანი დაავადების რისკს.
რაც შეეხება ბოსტნეულს, ნოემბერში აუცილებელია კომბოსტო — იქნება ეს ბრიუსელის, ყვავილოვანი თუ ჩვეულებრივი ბოსტნის კომბოსტო. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი შეიცავს იშვიათ ვიტამინ U-ს, რომელიც კუჭის წყლულს აღკვეთს. კომბოსტო В, А და С ჯგუფების ვიტამინების შესანიშნავი წყაროა.
ექიმები გვირჩევენ, არც ბოლოკს ჩავუაროთ გვერდი გულგრილად — ესეც „ნოემბრული“ ბოსტნეულია. მასში შედის ყველაფერი, რაც იმუნიტეტის გასაძლიერებლად არის საჭირო.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასკილზე საუბარიც არ არის — ეს არის მანგანუმიც, სპილენძიც, მოლიბდენიც, ქრომიც, კობალტიც, B1, B6, В2, K, РР, E და С ვიტამინებიც.
ასკილი იმუნიტეტის გასაძლიერებელი უნიკალური საშუალებაა და ის აუცილებლად უნდა შედიოდეს შემოდგომა–ზამთრის რაციონში.