ლაგოდეხისა და პანკისის ხეობის მთებში ხანძარია

© AP Photo / Armando Francaტყის ხანძრები
ტყის ხანძრები - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
ხანძრების გაჩენის მიზეზი და გავრცელების არეალი ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. კახეთში ხანძრის ორ კერას ებრძვიან – ცეცხლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა.
ამ დროისათვის უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი. ორივე მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერები უახლოესი სოფლებიდან მოშორებით არის.
ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ყველა ახალი ამბავი
0