კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
ავტომობილი ჯერ ცხენს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე თბილისის მიმართულებით მოძრავი Opel-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ცხენს დაეჯახა, შემდეგ კი სიმაღლიდან გადავარდა.
მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო - ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0