https://sputnik-georgia.com/20221121/kalkaze-tv-pirvelis-winaarmdeg-saqmis-ganxilva-dasrulda-272350022.html
კალაძე „TV პირველის" წინააღმდეგ: საქმის განხილვა დასრულდა
კალაძე „TV პირველის" წინააღმდეგ: საქმის განხილვა დასრულდა
Sputnik საქართველო
კალაძე მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. 21.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-21T21:31+0400
2022-11-21T21:31+0400
2022-11-21T22:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო „TV პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოაცხადებს.მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა და ასახულია დოკუმენტაციაში.„პირველი არხის“ ინფორმაციით, ორშაბათს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ადვოკატმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, რომ მამულაშვილის სიტყვები წარმოადგენს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და არა ცილისწამებას.თავის მხრივ, კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს ტელეკომპანიამ და არა მოსარჩელემ.კალაძე არა მარტო წამყვანის განცხადების ცილისწამებად აღიარებას, არამედ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100.000 ლარის დაკისრებას მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისის მერია
კალაძე „TV პირველის" წინააღმდეგ: საქმის განხილვა დასრულდა
21:31 21.11.2022 (განახლებულია: 22:29 21.11.2022) კალაძე მორალური ზიანის ანაზღაურებას – 100 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო „TV პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოაცხადებს.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კალაძემ ცილისწამების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება 5 ივნისს ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში მაია მამულაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო“. წამყვანის თქმით, ეს ოფიციალური ინფორმაციაა და ასახულია დოკუმენტაციაში.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ორშაბათს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ადვოკატმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, რომ მამულაშვილის სიტყვები წარმოადგენს აზრის გამოხატვის თავისუფლებას და არა ცილისწამებას.
„მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, მაშინ, როდესაც ეროვნული კანონმდებლობა ავალდებულებს მოსარჩელეს, რომ წარმოადგინოს საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტი და დაადასტუროს, თუ რატომ გვაქვს სახეზე ცილისწამება. ამის საპირისპიროდ ჩვენი მხრიდან წარმოვადგინეთ როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებები, ასევე არაერთი სამართლებრივი არგუმენტაცია, რომელიც ცალსახად ამყარებს ჩვენს პოზიციას“, – განაცხადა კაპანაძემ.
თავის მხრივ, კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს ტელეკომპანიამ და არა მოსარჩელემ.
„კიდევ ერთხელ დამტკიცდა დღეს სხდომაზე, რომ გარდა ბელეტრისტიკისა, გარდა თეორიული წიაღსვლებისა, არანაირი კონკრეტული მტკიცებულება არ ყოფილა კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და 60 მილიონის ჯიბეში ჩადებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გაბუნიამ.
კალაძე არა მარტო წამყვანის განცხადების ცილისწამებად აღიარებას, არამედ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100.000 ლარის დაკისრებას მოითხოვს.