https://sputnik-georgia.com/20221121/evrokavsiri-qartuli-kanonproeqti-deoligarqizaciis-sesaxeb-unda-semowmdes-272352246.html
ევროკავშირი: ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უნდა შემოწმდეს
ევროკავშირი: ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უნდა შემოწმდეს
Sputnik საქართველო
რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლა აღარ შეუძლიათ 21.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-21T23:43+0400
2022-11-21T23:43+0400
2022-11-22T00:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638142_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_da805782c6a6b511f410931fbfbd6104.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებამდე ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული კანონის ასლია, რომელშიც მცირე ცვლილებებია შეტანილი.ვენეციის კომისიაში დოკუმენტის გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ მანამდე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰემ განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს „რამდენად მიაღწევს კანონი რეკომენდაციაში მითითებულ მიზანს“. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.„ქართულმა ოცნებამ“ მაინც გადაწყვიტა, ახალი კანონის მიღება არ გადაედო. დეპუტატები რეკომენდაციების უმეტესი ნაწილის შესრულებას 2022 წლის ბოლომდე გეგმავენ.ამასთან, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას დღემდე არ დაუდია დასკვნა ერთი წლის წინ მიღებულ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჯერ გაარკვევს, რაშია საქმე და შემდეგ გადაწყვეტს, გაგზავნოს თუ არა ქართული კანონპროექტი.რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლა აღარ შეუძლიათ. მესამე, საბოლოო მოსმენისთვის მხოლოდ მართლწერის შეცდომების გასწორება არის შესაძლებელი.ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას. ოპოზიციურმა პარტია „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტს კანონის საკუთარი ვერსია წარუდგინა.„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგი შეეხება არა პოლიტიკიდან წასულ (2021 წლის იანვარში - რედ.) ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638142_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b70f02c69ef6ace474e8ffc9ab4315df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ევროკავშირი: ქართული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უნდა შემოწმდეს
23:43 21.11.2022 (განახლებულია: 00:13 22.11.2022) რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლა აღარ შეუძლიათ
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მიღებამდე ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული კანონის ასლია, რომელშიც მცირე ცვლილებებია შეტანილი.
„კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“, - ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.
ვენეციის კომისიაში დოკუმენტის გაგზავნის მიზანშეწონილობის შესახებ მანამდე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰემ განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს „რამდენად მიაღწევს კანონი რეკომენდაციაში მითითებულ მიზანს“. დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„ქართულმა ოცნებამ“ მაინც გადაწყვიტა, ახალი კანონის მიღება არ გადაედო. დეპუტატები რეკომენდაციების უმეტესი ნაწილის შესრულებას 2022 წლის ბოლომდე გეგმავენ.
ამასთან, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას დღემდე არ დაუდია დასკვნა ერთი წლის წინ მიღებულ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით. მდინარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჯერ გაარკვევს, რაშია საქმე და შემდეგ გადაწყვეტს, გაგზავნოს თუ არა ქართული კანონპროექტი.
რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებს მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვლა აღარ შეუძლიათ. მესამე, საბოლოო მოსმენისთვის მხოლოდ მართლწერის შეცდომების გასწორება არის შესაძლებელი.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და განაცხადა, რომ უკრაინული კანონი კარგია იმით, რომ იგი უკრაინის რეალობასთან არის ადაპტირებული, საქართველოს კი სჭირდება კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ქართულ რეალობას. ოპოზიციურმა პარტია „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტს კანონის საკუთარი ვერსია წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის პროტესტს იმით ხსნიან, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგი შეეხება არა პოლიტიკიდან წასულ (2021 წლის იანვარში - რედ.) ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგიერთ ოპოზიციონერს.
მმართველ პარტიაში ოლიგარქებს უწოდებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს – პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.