აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 100 მილიონ ევროზე მეტი გამოუყო

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი და შეინ როზენტალი
ლაშა ხუციშვილი და შეინ როზენტალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია.
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად 100,2 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ADB-ს რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.
პროგრამის მიზანია საქართველოში მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
შეთანხმების ხელმოწერამდე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე გამოწვევების ფონზე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობა.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 2,8 მლრდ დოლარია.
ყველა ახალი ამბავი
0