მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Twitter-ში ტრამპის ხელმომწერთა რაოდენობამ ათ საათში 50 მილიონს გადააჭარბა

© AP Photo / Andrew Harnikდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
ილონ მასკმა ყოფილი პრეზიდენტის აკაუნტის აღდგენის თემაზე გამოკითხვა ჩაატარა, თუმცა ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ ამ სოციალურ ქსელში დაბრუნებას არ აპირებს
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. სოციალურ ქსელ Twitter-ში აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაახლოებით 10 საათის წინ განბლოკილ აკაუნტს უკვე 52 მილიონი ხელმომწერი ჰყავს.
Тwitter-მა ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აკაუნტი განბლოკა გამოკითხვის შემდეგ, რომელიც სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა ჩატარა. გამოკითხვა „ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის აღდგენის“ თემაზე Twitter-ის მომხმარებლებს შორის 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავისი აზრი 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა. თანხმობა გამოთქვა 51,8%-მა, ხოლო წინააღმდეგი იყო 48,2%.
უვადო „გაყინვის“ მომენტისთვის, რომელიც 2021 წლის 8 იანვარს მოხდა, გვერდს @realDonaldTrump 90 მილიონი გამომწერი ჰყავდა.
დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა >>
თავად ექს-პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ განბლოკვის შემთხვევაში Twitter-ში არ დაბრუნდება და ისარგებლებს საკუთარი სოციალური ქსელით Truth Social.
ტრამპის მიკრობლოგი მას შემდეგ გაყინეს, რაც მისმა მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი განახორციელეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვების გამოცხადების მიზნით შეკრებილი კონგრესის სხდომა ჩაეშალათ.
ყველა ახალი ამბავი
0