https://sputnik-georgia.com/20221120/jorjias-statis-ragbis-kavsirs-uelsze-gamarkvebas-saqartvelos-nacvlad-ulocaven--272321883.html
ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირს უელსზე გამარჯვება საქართველოს ნაკრების ნაცვლად მიულოცეს
ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირს უელსზე გამარჯვება საქართველოს ნაკრების ნაცვლად მიულოცეს
Sputnik საქართველო
გუშინ კარდიფში ისტორიული გამარჯვება იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში უელსის გუნდს ანგარიშით 13:12 მოუგეს. 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T18:48+0400
2022-11-20T18:48+0400
2022-11-20T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/13/272311627_0:27:1280:747_1920x0_80_0_0_3fd16788beb66433c5a79daa63873eb5.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო საზოგადოებას განუმარტა, რომ ამერიკელ მორაგბეებს შაბათს უელსისთვის არ მოუგიათ.გუშინ კარდიფში ისტორიული გამარჯვება იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში უელსის გუნდს ანგარიშით 13:12 მოუგეს. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დაამყარა.ინგლისურად საქართველოს დასახელება - ჯორჯია - ამერიკის ერთ-ერთი შტატის - ჯორჯიას დასახელებას ემთხვევა.ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა სამი ტესტ-მატჩი ითამაშა – 6 ნოემბერს ურუგვაისთან, 12 ნოემბერს – სამოასთან და 19 ნოემბერს უელსთან. ურუგვაისთან დაპირისპირება ბორჯღალოსნების სასარგებლოდ დასრულდა – 34:18, მეორე შეხვედრა სამოამ მოიგო – 20:19. კარდიფში კი მატჩი ქართველების სასარგებლოდ დასრულდა - 12:13.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/13/272311627_124:0:1156:774_1920x0_80_0_0_95b4ae84ac20671465436b027c84fd7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , სპორტი
ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირს უელსზე გამარჯვება საქართველოს ნაკრების ნაცვლად მიულოცეს
გუშინ კარდიფში ისტორიული გამარჯვება იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში უელსის გუნდს ანგარიშით 13:12 მოუგეს.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო საზოგადოებას განუმარტა, რომ ამერიკელ მორაგბეებს შაბათს უელსისთვის არ მოუგიათ.
გუშინ კარდიფში ისტორიული გამარჯვება იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა, რომლებმაც დაძაბულ ბრძოლაში უელსის გუნდს ანგარიშით 13:12 მოუგეს. შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართველებმა მოიპოვეს საჯარიმო დარტყმის უფლება, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დაამყარა.
ინგლისურად საქართველოს დასახელება - ჯორჯია - ამერიკის ერთ-ერთი შტატის - ჯორჯიას დასახელებას ემთხვევა.
„სანამ მილოცვებს ვიღებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ვართ ჯორჯიას შტატის (აშშ) რაგბის კავშირი, და ჩვენ არ მოგვიგია უელსისთვის. თუმცა, მადლობა! ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს ამ ისტორიულ გამარჯვებას", - ნათქვამია ჯორჯიას შტატის რაგბის კავშირის განცხადებაში.
ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა სამი ტესტ-მატჩი ითამაშა – 6 ნოემბერს ურუგვაისთან, 12 ნოემბერს – სამოასთან და 19 ნოემბერს უელსთან. ურუგვაისთან დაპირისპირება ბორჯღალოსნების სასარგებლოდ დასრულდა – 34:18, მეორე შეხვედრა სამოამ მოიგო – 20:19. კარდიფში კი მატჩი ქართველების სასარგებლოდ დასრულდა - 12:13.