ExpoGeorgia-ში ფერმერის დღის ფარგლებში ქართული აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

© courtesy of Andrei Mikhailov, Nikolai Zver'kovქართული პროდუქცია
ქართული პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2022
გამოწერა
დღევანდელი ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. დღეს საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში ფერმერთა დღე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
დღეს საქართველოში ფერმერთა დღე აღინიშნება. გამოფენაზე 60-მდე ფერმერმა სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების პროექტების მხარდაჭერით წარმოებული პროდუქცია წარადგინა. დღის ბოლოს კი, 18:00 სთ-ზე სასტუმრო „რუმსში“ წლის ფერმერის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
ქართული აგროპროდუქციის გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დაათვალიერა და ფერმერებს დღევანდელი დღე მიულოცა.
„ეს ადამიანები ბევრს შრომობენ, ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. ფერმერის დღე სწორედ მათი და მათი საქმიანობის დაფასებისთვის არის დაწესებული. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძელით, რომ სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად, გვაქვს სულ უფრო მეტი წარმოება, მეტი ექსპორტი“, - განაცხადა მინისტრმა.
გამოფენა-ბაზრობაზე ადგილობრივი წარმოების თაფლი, სუნელები, ჯემები, მურაბები, გამშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ხორცპროდუქტი, ყველი, წვენი და მიკრომწვანილი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.
საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0